მუნიციპალური განვითარების ფონდი: სოფელ თხინვალში 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მუნიციპალური განვითარების ფონდი: სოფელ თხინვალში 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

access_time2022-01-26 17:50:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.



„პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 4,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.



განახლებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.




150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.



ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს დაწყებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 77 ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up