მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება

მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება

access_time2021-05-13 12:20:00

მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვის მისაღებად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება დედაქალაქის მერიისთვის.


„2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მან 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება მოიპოვა. წელს, აღნიშნულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს მიმართა, პროცესში ჩაერთონ და მუნიციპალიტეტს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.


„მინდა, დაინტერესებულ ბიზნესსექტორს, კომპანიებს მოვუწოდო, ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. უშუალოდ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მისივე თქმით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება.




თეგები:
აუქციონი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up