მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

access_time2020-02-19 13:49:55

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, ეკონომიის თანხა 351 833 ლარი ქუჩების მწვანე ზოლების და პარკების მოწესრიგებას, ასევე წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემის მოწყობას მოხმარდება.


ვანის მუნიციპალიტეტში დასრულდება ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია. 127 488 ლარით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სპორტული მოედნის ირგვლივ სარბენი სექტორის განახლება, სადრენაჟე არხისა და ღამის დეკორატიული განათების მოწყობა.


ხობის მუნიციპალიტეტში დაზოგილი 90 676 ლარით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამ ეტაპზე სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.


54 662 ლარი მოხმარდება სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. კერძოდ, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.



საჩხერის მუნიციპალიტეტში ეკონომიის სახით დარჩენილი 35 545 ლარი სოფელ ქორეთის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე დაიხარჯება, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში წარიმართება.


28 711 ლარით დაფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს გზა გასულ წელს ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, გაჩნდა ორმოები და ნალექის დროს წარმოქმნილი ნიაღვარი შეუძლებელს ხდის სოფელში გადაადგილებას. ამის გამო გაძნელებულია როგორც სასწრაფო-სამედიცინო, ასევე სახანძრო-სამაშველო დახმარების დროული გადაადგილება. პროექტის განხორციელებით არსებული პრობლემები მოგვარდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up