მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ მუშაობენ ზარალზე თბილისისა და ბათუმის სსიპ-ები, ა(ა)პი-ები და შპს-ები

მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ მუშაობენ ზარალზე თბილისისა და ბათუმის სსიპ-ები, ა(ა)პი-ები და შპს-ები

access_time2021-09-23 12:00:44

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, მერობის კანდიდატები საკუთარი წინაასაარჩევნო კამპანიისას, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ მუნიციპალიტეტების ბიუროკრატიის ოპტიმიზაციის და ბიუჯეტის რაციონალური განკარგვის საკითხებს. თუმცა, დაპირებების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ორგანო, დასაქმებულთა რიცხოვნობასა და სახელფასო ფონდს მაინც ზრდის. პანდემიის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა.



თბილისის მუნიციპალიტეტი


2020 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტი 263 296 876 ლარს შეადგენდა. სადაც დასაქმებული იყო 3 942 პირი, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საერთო ხარჯი 30 მილიონ ლარს აღწევდა. ოთხი ა(ა)იპ, მათ შორის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, წარმოადგენს ყველაზე მსხვილ დაწესებულებას, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე ერთიანი სახელფასო ფონდის თვალსაზრისით. სააგენტოში გვხვდება 245 საშტატო ერთეული და ხელშეკრულებით დასაქმებული 58 პირი.



შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდა ფიქსირდება ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში, სადაც 2019 წლის ხარჯი 1 993 724 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 18%-ით გაიზარდა და 2 359 018 ლარს მიაღწია, თუმცა არ შეცვლილა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა.


მერიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, 2020 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში 5 სსიპ-ი ფუნქციონირებდა:



1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (მომუშავეთა რიცხოვნობა 135, შრომის ანაზღაურება 685,7 ათასი ლარი);


2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახური (მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 71,1 ათასი ლარი);


3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური (მომუშავეთა რიცხოვნობა 94, შრომის ანაზღაურება 1 507,1 ათასი ლარი);



4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მომუშავეთა რიცხოვნობა 60, შრომის ანაზღაურება 857 ათასი ლარი);


5. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომლის დაფინანსება 2020 წელს 4 მილიონს აჭარბებდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომატებული ბიუჯეტი ცხოველთა მოვლა-შენახავში იხარჯება. „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 1–ლი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, გაიცა 1 603 399 ლარის ოდენობის ხელფასები, სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში ხარჯავს, დანარჩენი ხარჯები ადმინისტრაციულ თუ ბიუროკრატიულ საქმეებში, როგორებიც არის - ღონისძიებების ჩატარება, სარეკლამო ხარჯები, ოფისისის ხარჯები, წარმომადგენლობითი და კვებითი ხარჯები და სხვა. ცხოველთა მოვლა-შენახვისთვის კი მიზერული თანხები რჩება, რაც ხშირად მთლიანი ბიუჯეტის 10%-საც კი არ აღწევს.



თბილისის მერიის ვებგვერდზე მოცემულ ნუსხაში გვხვდება 17 შპს. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა, ასაქმებს 6 330 პირს. ასევე, აღსანიშნავია, სატრანსპორტო კომპანიის სახელფასო ფონდი, რომელიც 115 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვიური ხელფასი ერთეულ თანამშრომელზე საშუალოდ 1,520 ლარია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 152 მილიონ ლარს აღემატებოდა. ასევე ცნობილია მისი შემოსავლის სამი ძირითადი წყარო: მეტროდან - 67 851 000 ლარი, ავტობუსებიდან - 66 802 000 ლარი, ხოლო საბაგირო ხაზებიდან თითქმის 5 მილიონი ლარი. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 71 მილიონი ლარის ზარალი ნახა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 15 მილიონი ლარით აღემატება.



ბათუმის მუნიციპალიტეტი



ბათუმის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 13 ა(ა)იპი მოქმედებდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით არის გაზრდილი. ამ 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2 828 ადამიანია დასაქმებული - 2019 წელთან შედარებით ამ რიცხვმა 331-ით მოიმატა. ამასთან, დასაქმებულ პირთა თვიური სარგო დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1 920 147.35 ლარი გახდა, საიდანაც 1 598 147.41 ლარი ხელფასის სახით იხარჯება შტატზე მომუშავე, ხოლო 321 999.94 ლარი - შტატგარეშე დასაქმებულ პირებზე.



თვალში საცემია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დასაქმებულ პირთა (შტატით 144 და შტატგარეშე 78) საკმაოდ მაღალი რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (IDFI)  ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს” ამის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მათი თქმით, თანამშრომელთა არსებული რაოდენობა აუცილებელია ბოტანიკურ ბაღზე დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განსახორციელებლად. თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები და საშტატო განრიგი თანამდებობრივი სარგოებით მიაწოდა IDFI-ს  ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა”. დასაქმებული პირების დიდ რაოდენობას “სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების” საჭიროებით ხსნიან. დასაქმებულთა რაოდენობისა და მათზე გაღებული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის მიუხედავად, ბოტანიკური ბაღი და ბათუმის გამწვანებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია არ მონაწილეობენ ბათუმის ბულვარის გამწვანებაში.





ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული 11 შპს-დან ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონეა შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი. IDFI-ს ინფორმაციით შპს ავტოტრანსპორტმა 2019 წელს 11,792,382 ლარის შემოსავალი მიიღო და 500-მდე პირს ასაქმებდა, კომპანიამ ამავე წელს 8,423,363 ლარი მიიღო სუბსიდიის სახით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თუმცა წელი 713,925 ლარიანი ზარალით დაასრულა. 428,926 ლარიანი მოგება უფიქსირდება ბათუმის შპს სანდასუფთავებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ სრული შემოსავლის 97% მომდინარეობს მუნიციპალური სექტორისათვის გაწეული სანიტარული დასუფთავების მომსახურებიდან. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებიდან ყველაზე მომგებიანია შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც მოიცავს ბათუმის დელფინარიუმს.



აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის ზომის და ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები (სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებულებში, ბიუროკრატიული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან), ხშირ შემთხვევაში, ჩამორჩება ევროპის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. გარდა ამისა, მიუხედავად მაღალი დაფინანსებისა, დასაქმებულების დიდი რაოდენობისა და მაღალი ანაზღაურებებისა მუნიციპალიტეტების სსიპ-ების, ა(ა)იპ-იების და შპს-ების უმრავლესობა ზარალზე მუშაობს და ნეპოტიზმის რისკებს ქმნის.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up