მუნიციპალიტეტების მიერ 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მუნიციპალიტეტების მიერ 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

access_time2019-09-11 18:30:08

მუნიციპალიტეტებმა სკოლებში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება წელს პირველად უზრუნველყვეს. ახალ სასწავლო წელს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ.


პრიორიტეტული სკოლებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განისაზღვრა. „საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით“ პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 40 მილიონი ლარი მოხმარდა.


მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ 1 კვირით 6 სკოლაში და 2 კვირით - 3 სკოლაში.


ზაფხულის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სხვადასხვა პროფილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: მოწესრიგდა სველი წერტილები, გათბობის სისტემები, შეიღება საკლასო ოთახები და შენობების ფასადები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები, ეზოები და სხვა.



საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიც ახორციელებს.


ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის კონტექსტში, წლის დასაწყისიდან, სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, მუნიციპალიტეტები დელეგირებით გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.


„კომერსანტი“

თეგები:
სკოლა



მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზ ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...


მსგავსი სიახლეები

up