„მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას“

„მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას“

access_time2020-01-28 16:04:01

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.


„ჩვენმა უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტშია და ეხება იმ შესაძლებლობას, რომელიც ექნება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, სადაც საკურორტო ზონებია, მაგალითად - ბაკურიანი, გუდაური, ურეკი ან უშგული, ანუ ისეთი დასახლებები, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო. ბაკურიანს დღესდღეობით ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია, დამსვენებელთა გაზრდილი ნაკადის და სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით, დისტანციურად რთულია სერვისების განვითარებაზე ზრუნვა. კანონის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს თავისი მენეჯმენტით, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას, ასევე - ერთიან მართვას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

La Repubblica: კოვიდ-პასპოტების შემოღება ტურიზმს ვერ გააცოცხლებს

La Repubblica: კოვიდ-პასპოტების შემოღება ტურიზმს ვერ გააცოცხლებს
access_time2021-01-26 20:00:18
ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეღავათების მინიჭების იდეა. თუმცა კოვიდ-პასპორტების გაცემა დღეს ჯერ კიდევ ნაადრევია და ის სასურველ შედეგს, ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებას ვერ მოიტანს. პირველმა ეს წინადადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გაახმოვანა. მან მხარდაჭერა სხვა, ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნებისგანაც მიიღო. იდეა ასევე ევროკომისიის თავჯდომარემ ურსულა ფონ კლიანენმაც მოიწონა და...


მსგავსი სიახლეები

up