მულტიფუნქციური კომპანია „ვესკო“, ქართულ ბაზარს სთავაზობს ყველაფერს, რაც შენებლობასა და უსაფრხოებას უკავშირდება

მულტიფუნქციური კომპანია „ვესკო“, ქართულ ბაზარს სთავაზობს ყველაფერს, რაც შენებლობასა და უსაფრხოებას უკავშირდება

access_time2021-08-23 13:55:57

ქართულ სამშენებლო ბაზარზე  ძალიან აქტიურად გამოჩნდა ახალი მულტიფუნქციური  კომპანია ვესკო, რომელმაც  საკუთარი, განსხვავებული ნიშა დაიკავა. საზოგადოებამაც მალე გაიგო მისი სახელი და სიანტერესო შეთავაზებები, რომელიც პროფესიონალმა  გუნდმა უცხოურ ბაზარზე  გამოცადა და დღეს ის უკვე საქართველოში პოზიციებს იმაგრებს.


და მაინც, რა არის „ვესკო“ ?!


სიმართლე გითხრათ, ერთი სიტყვით აღწერა გაგვიჭირდა. ის არ არის სტანდარტული სამშენებლო კომპანია, არც სარემონტო, არც მასალების შემომტანი ან მწარმოებელი, არც მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სპეციალიზდება. ამიტომ, ყველაზე უკეთ „ვესკოს“ ტერმინი „მულტიფუცნქციური“ დაახასიათებს, რადგან ეს არის კომპანია,  სადაც თავს იყრის ყველაფერი, რაც მშენებლობას და უსაფრთხოებას უკავშირდება.


„ვესკო“ თურქებისა და ქართველების თანამშრომლობით შეიქმნა. მართალია, სულ 2 თვისაა, თუმცა მისი გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც თურქეთის ბაზარზე 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვეს.


სწორედ „ვესკოს“ მთავარი არქიტექტორი შამილ ეიგუნის ბიოგრაფია მრავალ ცნობილ და მნიშვნელოვან პროექტს ითვლის , მათ შორისაა :


Ritz Carlton (სტამბოლი), Kempinski Otel(ბოდრუმი), Kaddafi Kongre Salonu (ლიბია), Hilton Otel ve(ბელარუსი), BEN ESTA (სტამბოლი) და მრავალი სხვა.


მიმოიხედეთ გარშემო საქართველოში, თქვენ ნახავთ უამრავ ადამიანს, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ჩვენი გუნდი ყველაზე მეტად სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზე დაკისრებული ამოცანის მაქსიმალურად შესასრულებლად გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ , რომ საქართველოს ბაზარზეც დიდი წარმატებით ვიასპარეზებთ.

 

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ბესო აბაშიძე გვიყვება, „ვესკოს“ გუნდმა საქართველოში პროექტების განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო. შემდეგ უკვე კომპანია დააარსა  და მათ საქმიან ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.



რატომ გადაწყვიტეთ „ვესკოს“ დაფუძნება და თქვენი საქმიანობის ამ მიმართულებით გაგრძელება?



ქართულ რეალობაში ვერ მოვიძიეთ კომპანია, რომელსაც შეგიძლია მიმართო და მშენებლობა ზუსტად ისე და იმ ეტაპიდან განახორციელო, როგორც თავად გსურთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მშენებლობისთვის და მისი შემდგომი პროცესისთვის საჭირო ყველა დეტალისთვის ერთად მოგვეყარა თავი მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისი შეგვეთავაზებინა. იქნება ეს კერძო სახლი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სასტუმრო, კლინიკა თუ ნებისმიერი დანიშნულების პრემიუმ კლასის ობიექტი.


რას გულისხმობს პრემიუმ კლასის ობიექტი? ის განკუთვნილია მაღალი გადახდისუნარიანი ადამიანებისთვის თუ პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, მაინც ხელმისაწვდომია?


ჩვენი გუნდი გამოცდილია პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შექმნასა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში. ჩვენი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია თურქულია, რომელსაც აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და ისევე, როგორც ჩვენს მომსახურებზე, მასზეც გარანტია ვრცელდება.ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, უფრო ბიუჯეტური პროდუქცია შევთავაზოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს დაბალი ხარისხის პროდუქტს. საუბარია მხოლოდ კარგზე და საუკეთესოზე.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, დაგვიკვეთოს იმ კონკრეტული ფირმის პროდუქტი, რომელიც მას სურს. შესაძლოა, ეს იყოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, რომლებიც მათ წინასწარ შეარჩიეს. პირობითად, ვიღაცას უნდა, რომ საკუთარი ეზო „ფილიპსის“ მიერ წარმოებული ნათურებით გაანათოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას უზრუნველვყოფთ. 


კონკრეტულად, რა მომსახურებას სთავაზობს „ვესკო“ მომხმარებლებს?


ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ და თავად ვასრულებთ ბოლომდე. ვქმნით პროექტს, რაც, თავის მხრივ, ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს: არქიტექტურას, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, ქსელების განაწილებას - ელექტროობას, წყალს,  კანალიზაციას, ვენტილაციას, გათბობის, გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს - ყველაფერს, რაც კარკასს შიგნით უნდა მოეწყოს. ეს ძალიან რთული პროცესია და არსებული დიზაინის მიხედვით იგეგმება. მოკლედ, ყველაფერს თავად ვაკეთებთ, ბინის გარემონტებიდან დაწყებული, დამაფონებისა და სათვალთვალო კამერების დაყენებით დამთავრებული.

ჩვენს შეთავაზებაში, ასევე  შედის ბინისთვის თუ სხვა ობიექტისათვის საჭირო ავეჯიც, რომელსაც უმაღლესი ხარისხის მასალისგან აწარმოებს ჩვენი პარტნიორი კომპანია „ვოლარტი“. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „რადისონ ბლუ ივერიასა“ და სხვა მაღალი კლასის, ცნობილი დაწესებულებების ოთახებსა თუ ღია სივრცეებში არსებული ავეჯი და დეკორი მთლიანად „ვოლარტის“ მიერ არის წარმოებული. ამას გარდა, ამ კუთხით, გვყავს კიდევ 2 პარტნიორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს შედარებით დაბალ ფასს, თუმცა საკმაოდ მაღალ ხარისხს სთავაზობს.




ვინ გაწვდით სამშენებლო მასალებს და თუ შეგიძლიათ, უფრო ვრცლად მოგვიყვეთ მისი ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ?


ჩვენ ვთანამშრომლობთ თურქულ კომპანიებთან, რომლებიც პროდუქციას განსაკუთრებულ ფასად გვაწვდიან. ჩვენი პარტნიორების გამოცდილებისა და კონტაქტების გათვალისწინებით, ყველა მწარმოებელთან ექსკლუზიური პირობები გვაქვს.  

ჩვენთან სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ფასადების მრავალფეროვანი არჩევანია. რაც შეეხება საღებავს, ეს გახლავთ ყოფილი „მარშალისა“ და ახლა უკვე „ჰულერის“ საღებავი, რომელიც ქართულ რეალობაში არსებულ საღებავებს ძალიან მაღალ კონკურენციას გაუწევს. ბუნებრივია, საღებავები განსხვავებულია. 

მნიშვნელოვანია, რომ შენობების მთლიანი ფასადი ენერგოეფექტური მასალებით მზადდება, რაც ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს. შედეგად, ნაკლები ენერგია იხარჯება და კომუნალური გადასახადები საგრძნობლად მცირდება.


უშუალოდ შენობების, ამ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინების აშენებისა და მოწყობის გარდა, მუშაობთ თუ არა მათი მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად ათვისებაზე?


რა თქმა უნდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ლანდშაფტური დიზაინია. ამ კუთხით, „ვესკოში“ ძალიან მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. ეზოს მოწყობა, მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, განათებები, გაზონისა და ხე-მცენარეების შერჩევა... ამ ყველაფერს სპეციფიკური დაგეგმვა სჭირდება.


რა არის თქვენი მიზანი და როგორია „ვესკოს“ სამომავლო გეგმები?


„ბაზარზე იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ხარისხიანი სამუშაოს შესრულება სურს, მაღალია. ასევე მაღალია მათი რიცხვიც, ვისაც მხოლოდ კომერციული ინტერესი ამოძრავებს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი სტრატეგია გვექნება ჩვენ. ამ საკითხს უდიდესი ყურადღებით ვუდგებით. ჩვენი ყველა მომხმარებელი სამშენებლო ინდუსტრიაშია, თუმცა ჩვენი მიზანი უმაღლესი დონის ინვესტორები არიან.“

 

ასევე, გვინდა გადავამზადოთ ქართველი სპეციალისტები, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მომსახურების იმპორტზე და თავად შევქმნათ ხარისხიანი მომსახურება.

 

რაც შეეხება მიზანს, ის ერთია - როდესაც მომხმარებელი ჩვენთან მოვა, სწორედ იმ ეტაპიდან უნდა შევძლოთ საქმეში ჩართვა, რა ეტაპზეც იქნება სამუშაო პროცესი. 




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up