ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგიმ დაგმო აშშ-ს მხრიდან კიევის დახმარება და აგრესორ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის მარადიული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია ჩრდილო კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
„როგორი გაბოროტებულიც არ უნდა იყვნენ იმპერიალისტური მოკავშირეები, ისინი ვერასოდეს შეძლებენ რუსული არმიისა და ხალხის გმირული სული გატეხონ, მუდამ ერთ სანგარში ვიქნებით, რუსეთის არმიასა და რუს ხალხთან ერთად,“- განაცხადა კიმ იო ჯონგმა.
კიმ იო ჯონგი ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.