მტვერსასრუტების კომპანია ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

მტვერსასრუტების კომპანია ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

access_time2016-04-03 10:09:15

მტვერსასრუტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Dyson–ი ელექტროქარების გამოშვებას გეგმავს.  The Guardian–ის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა მზადაა კომპანიას მხარდაჭერა აღმოუჩინოს და მოდელის შექმნაზე 174 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია გამოუყოს.


ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზეა განთავსებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინვესტიციები დაიხარჯება 500 სამუშაო ადგილის შექმნაზე, რომელთა უმრავლესობა ინჟინერი იქნება. იგივე დასახელების მტვერსასრუტის შექმნის გარდა, Dyson–იცნობილია „უფრთო“ ვენტილატორისა და ციკლონ–სეპარატორის წარმოებით, რომელმაც ტრადიციული ფილტრები შეცვალა. 

 

კომპანიას გარკვეული გამოცდილება აქვს სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის მიმართულებითაც. 1970 წელს Dyson–ის მომავალმა ხელმძღვანელმა ჯეისონ დაისონმა შექმნა სწრაფმავალი სატვირთო გემი Sea Truck, რომელსაც შეუძლია მოუწყობელ სანაპიროზე გაჩერება. მისი კიდევ ერთი პროექტი იყო სასოფლო–სამეურნეო ურიკა Ballbarrow, რომელსაც ბორბლის ნაცვლად ბურთი აქვს.



ელექტროქარები თანდათანობით ხდება ავტოინდუსტრიის მთავარი ტრენდი. 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 2015 წელს მთელ მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა 60%–ით გაიზარდა მიუხედავად ბენზინის დაბალი ფასებისა. უახლოესი ორი წლის განმავლობაში Tesla და Chevrolet აპირებენ ელექტრომობილების გაყიდვების მკვეთრ გაზრდას. ამ მანქანების საშუალო ფასი 30 ათას დოლარამდე უნდა შემცირდეს, რაც პოტენციური კლიენტების ბაზას გააფართოებს.

 

უახლოესი 5 წლის განმავლობაში კომპანია Ford –ი აპირებს თავისი პროდუქტების ხაზს 13 ახალი ავტომობილი დაამატოს. 2020 წლისთვის Ford –ის ავტომობილების 40% ელექტრონულ ძრავაზე იმუშავებს. ელექტროქარების შექმნაში კომპანია 4,5 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს. გარდა ამისა, Ford–ი გეგმავს გაზარდოს გლობალური კვლევები ელექტროქარების აკუმულატორების სფეროში და კვლევებში ევროპელი და აზიელი მეცნიერები და ინჟინრები ჩართოს.

 

ელექტროძრავიანი ავტომობილების წარმოებაში მილიარდობით დოლარს დებენ Volkswagen, Nissan და BMW.

 

ავტომწარმოებლების გარდა, ამ ბაზარზე საკუთარი ნიშის ათვისებას გეგმავენ Apple–ი და Google–ი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა პრობლემად იქცეს ნავთობის ბაზრის მოთამაშეებისთვის.



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up