თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დასუფთავდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების შედეგად, მდინარის ზედაპირი და სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.