„მტკვარი ჰესის, სასტუმროების Luxury Collection-ის და PULLMAN-ის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“- „თანაინვესტირების ფონდი“

„მტკვარი ჰესის, სასტუმროების Luxury Collection-ის და PULLMAN-ის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“- „თანაინვესტირების ფონდი“

access_time2021-02-09 11:00:36

2021 წელს თანაინვესტირების ფონდის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას გეგმავს, მათ შორისაა: მტკვარი ჰესის ძირითადი სამუშაოების დასრულება, რომლის წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს; მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“ 101 მლნ დოლარის ინვესტიციის სასტუმროს და აქსის თაუერსში სასტუმრო „პულმანი“-ს გახსნა.


როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ უთხრეს, ფონდი სხვადასხვა სექტორში 9 პროექტს აერთიანებს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამი პროექტია, კერძოდ: „საქართველოს სათბურის კორპორაცია“, „გეოაგრო“ და „ქართული აგრო სახლი“. უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ნუსხაში წარმოდგენილია 2 პროექტი: „ აქსის თაუერსი“ და „გალერია თბილისი“, მრეწველობის მიმართულებით ფონდი წარმოდგენილია 1 პროექტის სახით, კერძოდ: „ჰაიდელბერგ ცემენტით“, ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებენ სამ მსხვილ პროექტს, კერძოდ: „მტკვარი ჰესი“, „ონი 1“ და „ლენტეხი ჰესი“.


„2021 წელს ვიმედოვნებთ ამოქმედდება საერთაშორისო ავიარეისები და ტურიზმის სექტორი კვლავ გააგრძელებს ზრდას. პანდემიასთან დაკავშრებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2021 წელს მიზნად ვისახავთ, თავისუფლების მოედანზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“ სასტუმროს გახსნას, ხოლო აქსის თაუერსში სასტუმრო „პულმანი“-ს და საფეხმავლო ქუჩის გახსნას, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დაააკავშირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან კაფეებსა და რესტორნებს შესთავაზებს. 2021 წელსვე იგეგმება სიღნაღში არსებული სასტუმროს მშენებლობის დასრულებაც, ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშაოების დასრულება.



მტკვარი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია საქართველოს თანანინვესტირების ფონდის ნუსხაში. 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. აღნიშნული პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9% -ს (2019 წელს 13.4TWh). 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი. გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა“, - განმარტეს „თანაინვესტირების ფონდში“.



ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up