„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის ექსკავაციის სამუშაოები დასრულდა

„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის ექსკავაციის სამუშაოები დასრულდა

access_time2020-02-06 14:57:17

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.


გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მტკვარი ჰესის სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება.


მტკვარი ჰესის პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პროექტი სათავეს იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობიდან, რომელიც თავს უყრის სისტემურ ნაგებობებს მათ შორის: ფსკერულ წყალსაგდებს, თევზსავალს, კაშხალს და წყალმიმღებს. პროექტის შემდგომი ნაწილია სადერივაციო გვირაბი - რომელიც აკავშირებს ჰესის სათავე ნაგებობას ჰესის შენობასთან. ჰესის შენობა აღჭურვილია ფრენსისის ტიპის ორი ტურბინით და გამყვანი არხით - საიდანაც ჰესში შემავალი წყალი, სოფელი ზიკილიას მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მდინარე მტკვარის კალაპოტს უბრუნდება.


მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.



„მტკვარი ჰესის“ ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული.


„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი იყო. პროექტის აქტიური სამუშაოები განახლდა 2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ჰესის 100%-იანი წილი შეისყიდა. საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია მდიდარი ჰიდრორესურსის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. მტკვარი ჰესის პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ჯანსაღი ათვისების საშუალებას იძლევა“ - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ.


“თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების კუთხით. აღნიშნული სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა,
თიბისის 252 მლნ. დოლარიანი სასესხო თანამონაწილეობით ჯამში ამ სექტორში 515 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მოხარულები ვართ, რომ „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ინიციატივით მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტების დაფინანსებით, ხელს შევუწყობთ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.


„მტკვარი ჰესის გვირაბი ექსკავაციისთვის შეძენილი მანქანა-დანადგარი არის კლდოვანი გრუნტისთვის განკუთვნილი ორმაგფარიანი გვირაბგამყვანი მანქანა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით ექსკავაცია ხორციელდება მხოლოდ ერთი დანადგარის საშუალებით, უახლესი ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსგავსი პრაქტიკა ენერგეტიკის სექტორში ბოლო 25 წლის მანძილზე აქტიურად გამოიყენება კლდოვან გრუნტში გამავალი გვირაბების ექსკავაციისათვის, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხო, სწრაფი და ეკონომიურია.“- განაცხადა ნიკოლა დელა ვალემ, კომპანია Tunnel Consult-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up