მთის სტატუსი კიდევ 59 სოფელს, აქედან გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელსა და გომისმთას  მიენიჭა

მთის სტატუსი კიდევ 59 სოფელს, აქედან გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელსა და გომისმთას მიენიჭა

access_time2020-07-16 12:05:51

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან ზუსტად 5 წლის თავზე, საქართველოს კიდევ 59 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.


ქვეყნის მთიანი რეგიონების თანაბარი განვითარების და მისი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ფონდი.


მთის კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესდა როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.


2020 წლის 9 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთის კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე, დღეს უკვე დამატებით 58 სოფელს, მათ შორის, გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს,  ოფიციალურად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.



მთის სტატუსით ისარგებლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარე დაბა გომისმთაც, რომელსაც დაბის სტატუსი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომისმთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას.


მოცემულ ეტაპზე, საქართველოში მთის სტატუსის მქონე დასახლებათა რაოდენობამ 1,796-ს მიაღწია. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით მოსარგებლე 246,447 მოქალაქეს კი, საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დაახლოებით 26 000 მოქალაქე დაემატება.


მთის კანონის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობს 237 158 ბენეფიციარი, რისთვისაც გაცემულია 224 მილიონ 623 ათას 430 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 424 საწარმო.


ამასთან, 2016 წლიდან მთის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილია 106 მილიონი ლარი, საიდანაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2 მილიონ 900 ათას ლარზე მეტი - ელექტროენერგიის გარეშე არსებულ დასახლებებში 207 ოჯახისათვის მზის პანელების შეძენა-დამონტაჟებას, 2,5 მილიონი ლარით კი დაფინანსდა მთიან დასახლებებში სკოლა-პანსიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up