მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალება ჰესებია - ბიძინა გიორგობიანი

მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალება ჰესებია - ბიძინა გიორგობიანი

access_time2020-08-24 11:45:40

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის გახშირებული წყალდიდობებისა და მათი შესაძლო რეგულირების შესახებ წერს.


„კომერსანტი“ ბიძინა გიორგობიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


ვფიქრობ კავკასიონის მთისპირეთში გახშირებული წყალდიდობების და ღვარცოფულ/მეწყრული მოვლენების გამომწვევი მიზეზებია:


1) კლიმატის ცვლილების შედეგად ტემპერატურის მატება და შესაბამისად მწვერვალებზე ყინულის დნობა.

2) ნალექების განაწილების დარღვევა და ჭარბი ნალექის კონცენტრაცია.

3) სეზონური, მაგრამ ღვარცოფული მდინარეების კალაპოტებში, შემაკავებელი დამბების არქონა.

4) მთის მდინარეებზე წყლის ნაკადებიის რეგულირების სისტემის არქონა.



მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალებაა ჰესები. მთის მდინარეებზე ჰესების ქსელები კარგადაა განვითარებული ევროპის მთიან ქვეყნებში. მაგალითდ შვეიცარიის ელ-ენერგიის 52% შეადგენს განახლებადი ჰიდროსადგურების მიერ გამომუშვებული ენერგია. ასეა იტალიურ სამხრეთ ტიროლიში მდებარე ნაციონალურ პარკ Stilfserjoch მდებარე ჰიდროსადგურ ლაასის, ავსტრიის ტიროლის, გერმანიის ალპებსა და უფრო ჩრდილოეთში სკანდინავიის ქვეყნებშიც კარგად განვითარებული ჰიდროსადგურების ქსელია.


ქართულ სინამდვილეში ჰესებისადმი სამწუხაროდ უარყოფითი დამოკიდებულებაა დამკვიდრებული. ამ დამოკიდებულებას აქვს რამოდენიმე „საპატიო“ მიზეზი, კერძოდ;


1) გარემოზე ზემოქმედების შეფასება ( გზშ) ზედაპირული შესრულება.

2) ჰესების მშენებლობის დაბალი ხარისხი.

3) მშენებლობის შედეგად დაზიანებული ლანდშაფტის აღდგენის უგულებელყოფა.

4) ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშვებული ენერგიის განაწილებასა და ტარიფებზე ანონიმურ „ინვესტორებთან“ დადებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები.

5) ადგილობრივი მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან არასათნადო განმარტებითი მუშობა, ასევე ინდივიდუალურ ზიანზე დაბალი კომპენსაცია ადგილობრივი მოსახლეობისადმი.


მთის მდინარეების წყლის მარაგების რეგულირება და სტიქიური წყალდიდობების მართვა, დამბების საშუალებით საუკეთესო საშუალებაა კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. ამ მიზნით ჰესების ქსელის გონივრული დაგეგმვა და განვითრება, კარგი გამოსავალი ჩანს.


დილეტანტურია მოსაზრება თითქოს წყალსაცავების მშენებლობის ბრალია ღვარცოფული მოვლენები (შეიძლება ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდეს, არასწორად დაგეგმილი და უკვე აშენებული ჰესის შეთხვევაში), პირიქით, სწორად დაგეგმილი დამბების სისტემით შესაძლებელია მდინარის ჩამონატანების მართვაც.


ნუკლეარული ენერგიის ალტერნატიული ენერგიების წყაროთაგან, წყლის ენერგია ჯერჯერობით ისევ ლიდერობს (სულ უფრო მზარდია მზის ენერგიის წილი), რაც ჩვენ საკმარისი რაოდენობით გაგვაჩნია. ალბათ ასეთ საკითხებზე უნდა მიდიოდეს დებატები საარჩევნო პერიოდში და არა ვის რამდენი „პერებეჟჩიკი“ ჰყავს პარტიულ სიაში, ან ვინ როგორ ემზადება არჩევნების შემდგომი აქციებისათვის”, – წერს ფეისბუქ გვერდზე ბიძინა გიორგობიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up