მთის კურორტებზე ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და ზამთრის სპორტის განვითარების ხელშეწყობა

მთის კურორტებზე ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და ზამთრის სპორტის განვითარების ხელშეწყობა

access_time2021-04-15 10:30:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერა ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების, კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების, მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა მიმართულებით.  


„2023 წლამდე ქვეყანას აქვს ვალდებულება  ჩაატაროს  საერთაშორისო დონის შეჯიბრებები. არსებული გადამზადების პროექტი ემსახურება ჩვენი პერსონალის მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროექტში ჩართულია, როგორც გუდაურის, ასევე ბაკურიანის პერსონალი, რაც მნიშვნელოვანია ორივე კურორტის განვითარებისთვის“- მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე.




აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „სნოუპარკის პროდუქტის განვითარება.“  პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიები Prinoth და F-Tech.



“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, როგორც ზამთრის ტურისტული პროდუქტების განვითარების, ასევე სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაში. მოწვეული გვყავს, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებას მთის კურორტების კომპანიის თანამშრომლებს“ ვანო ვაშაყმაძე, USAID ეკონომიკური უსაფრთხობის პროგრამის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.


პროექტი მოიცავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებას, სნოუპარკის მშენებლობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტრუქტაჟის გაწევას. ამ მიზნით, კომპანია Prinoth-სა და F-Tech-ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადდნენ გუდაურის და ბაკურიანის თოვლსატკეპნი ტექნიკის  მემანქანე ოპერატორები, ღონისძიებების მართვის, ტექნიკური სამსახურისა და კომპანია White Rabbit-ის თანამშრომლები.


“ჩვენ გვიმუშავია არა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა კურორტებზე. გუდაურში, დაგვხდა გასაოცარი სათხილამურო კურორტი, უზარმაზარი მთები, ბევრი თოვლი და უამრავი ადამიანი, ვინც ნამდვილად ბევრი გააკეთა სათხილამურო კურორტის წინსვლისთვის. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება  .”  F-Tech-ის წარმომადგენელი,  ჰარალდ გრისმაირ.


აღნიშნული პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია, მთის კურორტების პოპულარიზაციისთვის, ზამთრის ტურისტული პროდუქტების განვითარების და სპორტული ღონისძიებების ღირსეული მასპინძლობისთვის. „სნოუპარკის პროდუქტის განვითარება „ კი წარმოადგენს განვითარების ახალ ეტაპს, როელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.


®




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up