„რამდენიმე დღეში დაცალეს დამსვენებლებმა კურორტი და წავიდნენ“ -მთის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს

„რამდენიმე დღეში დაცალეს დამსვენებლებმა კურორტი და წავიდნენ“ -მთის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს

access_time2020-03-17 11:30:06

მთის კურორტები კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგანან. არასახარბიელო  ზამთრის სეზონის შემდეგ, კორონავირუსით გამოწვეული აკრძალვა, მთიან რეგიონზეც გავრცელდა. შესაბამისად, ზამთრის კურორტები დამსვენებლებს ვეღარ მიიღებენ.სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გუშინ  გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიიღო.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და აბოსლუტურად გამართლებული ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში.


ზამთრის კურორტებზე სეზონის ნაადრევ დახურვას, საოჯახო ტიპის სასტუმროებიც ეხმაურებიან.  ბაკურიანი საოჯახო სასტუმრო premier house-ის მეპატრონე გიორგი გორჯოლაძე „კომერსანტთან“  აცხადებს, რომ   კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვა, ზამთრის სეზონის დახურვას დაემთხვა, თუმცა, რამდენიმე კვირით ადრე კურორტებზე მუშაობის შეწყვეტა ადგილობრივ ბაზარზე მაინც აისახება.

 

„სეზონის დასრულებას დაემთხვა მიმდინარე მოვლენები. ამ დროს ისედაც სიმცირეა დამსვენებლების, თუმცა მაინც იგრძნობა კორონავირუსის გავლენა და ხალხი კიდევ უფრო შემცირებულია.  იანვარში რომ ყოფილიყო ეს ამბავი  ყველაზე დიდ ზარალს მაშინ მივიღებდით, რადგან ტურისტული პიკი წინა თვეებში იყო. დღეს  ჩვენმა სასტუმრომ სეზონი უკვე დახურა და ახლა ამ რეჟიმზე გადავალთ, დროებით შევაჩერებთ მუშაობას.“-ამბობს  გიორგი გორჯოლაძემ.


 

„მთის კურორტებზე სეზონის ნაადრევი დახურვა ადგილობრივ ბიზნესზე უარყოფით გავლენას მოახდენს და ამას ჩვენ ვიგრძნობთ,“-ასე ეხმაურება გუდაურში მდებარე სასტუმრო „ედელვაისის“ წარმომადგენელი, ზამთრის კურორტების ნაადრევ დახურვას.


„ჯერ ისედაც ცუდი სეზონი გვქონდა იმ მხრივ, რომ ძალიან ცოტა ტურისტი მივიღეთ.  ჯავშნების დიდი ნაწილი გაგვიუქმდა, რამაც გარკვეული ფინანსური  პრობლემები შეგვიქმნა. რაც შეეხება კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას საკმაოდ მძიმეა, რადგან რამდენიმე დღეში დაცალეს დამსვენებლებმა კურორტი და წავიდნენ. ჩვენ ჯერ ვმუშაობთ, რამდენიმე სტუმარი  გვყვავს, ხვალ ისინიც დატოვებენ სასტუმროს და დროებით შევწყვეტთ მუშაობას.“-  ამბობს „ედელვეისის“  წამომადგენელი.

 

შეგახსენებთ, რომ ზამთრის კუროტების ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე მიიღო. ზამთრის კურორტების ნაადრევად დახურვის მიზეზი, გუდაურში მყოფი ორი ჩეხი ტურისტია, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up