მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

access_time2019-03-18 15:34:02

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


საბჭომ ასევე მოისმინა ანგარიში 2018 წელს მოსახლეობის მიერ კანონის ფარგლებში მიღებული სოციალური შეღავათების შესახებ, რომელიც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა.


კანონით გათვალისწინებული შეღავათებით 2018 წლის განმავლობაში ჯამში გაიცა 69 მილიონამდე ლარი მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით „მთის კანონის" ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა 11 923-მა ოჯახმა მიიღო გაზრდილი ოდენობის საშეშე მერქანი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე 84 000-ზე მეტ აბონენტს კი მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდა.


საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.


დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.


ამასთან, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი - მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელიც საბჭოს მუშაობაში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება.








5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up