საქართველოს რომელი სექტორები და რამდენით იზარალებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით - ექსპერტები

საქართველოს რომელი სექტორები და რამდენით იზარალებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით - ექსპერტები

access_time2020-09-29 10:00:43

27 სექტემბრის დილა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკებებით დაიწყო.  სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ტექნიკისა და არტილერიის მეშვეობით ორ ქვეყნას შორის არსებული რამდენიმე დასახლება დაბომბეს . საუბარია დასახლებების მთელ მწკრივზე,  რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ შეტაკება თავის მხრივ აზერბაიჯანს გადააბრალა. ერევნის ინფორმაციით, პირველად აზერბაიჯანის არმიამ მთელს საზღვარზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებს ცეცხლი გაუხსნა.


28 სექტემბერს მხარეებმა შეხების წერტილზე კვლავ განააახლეს სამხედრო შეტაკებები. ბაქოში მოწინააღმდეგის არტილერიის, თავდაცვის სისტემისა და უპილოტო თვითმფრინავების ლიკვიდაციის შესახებ აცნობეს.


რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია იწყება...


კონფლიქტები, საქართველოს ენერგოდამოკიდებულება თითქმის მთელს რეგიონზე და რუსეთ- თურქეთის ძალთა გადანაწილება - რას კარგავს საქართველო, რა რისკები აქვს ჩვენს ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების, ლოგისტიკისა და ვაჭრობის კუთხით, ამ თემებზე „კომერსანტთან“საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა ისაუბრეს.


„კონფლიქტები ენერგო მიწოდება-მოთხოვნის ფორმულასაც ცვლის ხოლმე რეგიონში, თუმცა მე არ ვთვლი, რომ საქართველო რამე ფორმით რადიკალურ ზიანს მიიღებს.  სამხრეთ დერეფნის პროექტი ერთერთი მოტივატორი იყო რუსეთისთვის, რომ აზერბაიჯანის კონფლიქტში გახვეულიყო, რომ ეს პროექტი არ შედგეს. ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომ ასეთი საფრთხე ენერგეტიკული კუთხით საქართველოს არ ემუქრება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ, არ განვავითაროთ დამატებითი სტრუქტურა, რომელიც დივერსიფიცირების საშუალებას მოგვცემს, როგორც ლიტვამ და პოლონეთმა შექმნეს მაგალითად, გაზის გამათხელებელი. წესით ჩვენც უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი.



მშვიდობის მყიფე მექანიზმები არასაკმარისია ხანგრძლივი პრობლემების მოსაგვარებლად და პირიქით,  ეს მექანიზმი აძლევს რუსეთს ბერკეტებს, რომ გაამწვავოს ეს პრობლემა, მაშინ როდესაც მას ეს სჭირდება.  ვხედავთ, რომ რუსეთი აწვდის იარაღს ორივე მხარეს და სომხეთი მოკავშირეა. მოტივაციაზე რომ ვისაუბრთ, ჩვენს რეგიონში გადის ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცა ნავთობსადენები, გაზსადენები, რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, როგორც ციფრული ოპტიკურ-ბოჭკოვანი, ისე ტრადიციული ლოგისტიკური. ეს ყველაფერი მაქსიმალურად რეალიზაციის შემთხვევაში, რეგიონის პოტენციალს ზრდის და მაქსიმალურად დამოუკიდებელი განვითარების შანსს აძლევს. მეორეს მხრივ, ამცირებს რუსულ სტრატეგიულ ინტერესებს, რომ ენერგეტიკული ბერკეტები გამოიყენოს ევროპაზე საშანტაჟოდ. შანსი და მოტივაცია, რომ ამ სიტუაციის გამო, რეგიონის გეოეკონომიკურმა ფუნქციამ ვერ იმუშავოს, ძალიან  მაღალია.  ეს კი, დიდი ხნის მანძილზე შეიძლება აისახოს რეგიონის ყველა ქვეყანაზე. აზერბაიჯანის, სომხეთის და ზოგადად რეგიონის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად დაზიანდება, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მსხვერპლზე. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის აშშ-ს და ევროკავშირის უფრო აქტიურად ჩარევა, ვიდრე მოწოდება მშვიდობისკენ - რეალურად, ეს შესაძლებელია,“ - ამბობს ბათუ ქუთელია.


რამდენად რისკის ქვეშ დგას ამ პროცესებში საქართველოს უსაფრთხოება და როგორ შეიძლება საქართველომ გამოიყენოს არსებული სიტუაცია უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ამაზე ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზარდი მნიშვნელობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისთვის.


„უსაფრთხოების ფორმულას თუ შევხედავთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის უალტერნატივო.  რეალურად, ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას,  მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი სომეხი კოლეგები აკვირდებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზას,  თუკი ეს წარმატებით დასრულდა , მათი პოზიციები უსაფრთხოების კუთხით, შეიძლება გადაიხედოს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, როგორც უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების შექმნის საშუალება.  საქართველოს ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს ამის ერთერთი პირობა. დაჩქარებული წესით საქართველოს ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანწილად შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას მანიპულირება მოახდინოს ყარაბაღის კონფლიქტზე და პირიქით გახსნის ძალიან დიდ სივრცეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად,“ - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

 

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთი მაინც ფრთხილი მოთამაშეა მიუხედავად მისი ინტერესებისა რეგიონში, ამიტომაც ენერგეტიკული ზარალი კონფლიქტის გახანგრძლივების შედეგად, საქართველოს ნაკლებად ექნება.


„ჩვენ ყველა შემთხვევაშუ წაგებულები ვართ იმიტომ, რომ რეგიონში სროლა და ომი ზარალია ეკონომიკისთვის. დამოკიდებული ვართ ვაჭრობაზე,  ტრანზიტზე, ტურიზმზე და ცხადია ჩვენს ინტერესებში არ არის სიტუაციის ასეთი განვითარება. კონფლიქტი მალეც რომ ჩაცხრეს, ჩვენ რაღაც ზიანს მივიღებთ. ეს ენერგეტიკული ზარალი ნაკლებად იქნება ჩვენთვის. რუსეთი მაინც სომხეთის და აზერბაიჯანის პოზიციას უწევს ანგარიშს, მიუხედავად იმისა რომ სომხეთთან სამხედრო ბლოკშია.  ანალოგიური ეხება თურქეთს - რუსეთს ამ კონფლიქტის გადაჭრა ერთი ან მეორე მხარის სასარგბლოდ არ აწყობს, მას ურჩევნია „სტატუს ქვო“-ს შენარჩუნება, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კონფლიქტი ძალიან შორს არ წავა,“ - განმარტავს თორნიკე შარაშენიძე.



მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up