მთიან აჭარაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა

მთიან აჭარაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა

access_time2019-04-15 17:00:10

მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.


2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. გასულ წელს, მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე 112%-ით მეტმა, 27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა.


+38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები

+112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები

+12% - ქედის ტურისტული მარშრუტები


+31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები

+26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები


ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა.


„მთიანაჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მყოფი ტურისტებისთვის აჭარა მხოლოდ ზღვასთან აღარ ასოცირდება. ისინი აქტიურად სტუმრობენ ყველა იმ ტურისტულ მარშრუტსა თუ ადგილს, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ბოლო წლებია ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკო და სოფლად ტურისტული მარშრუტების განვითარება და ახალი საინტერესო მიმართულებების შექმნა, თემატური ფესტივალების ჩატარება, გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ტურების ორგანიზება და აჭარის მთებში მოგზაურობის პოპულარიზაცია,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.




თეგები:
აჭარა



თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up