,,მტევინო“  სტუმრებს 10 ივნისიდან უმასპინძლებს

,,მტევინო“ სტუმრებს 10 ივნისიდან უმასპინძლებს

access_time2020-05-30 18:00:44

საინტერესო, მრავალფუნქცური სივრცე -  ,,მტევინო“  სტუმრებს 10 ივნისიდან უმასპინძლებს. ამის შესახებ კომერსანტს კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალური სივრცე პოსტ პანდემიის შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს.

 



კახეთის ძველისძველ ისტორიულ სოფელში, ხაშმში ჩასულ დამსვენებელს 15 ადამიანზე გათვლილი კომფორტული სასტუმრო დახვდება, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მშვიდ გარემოში დაისვენოთ. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი თბილისიდან 40კმ-ში, დაახლოებით 20-წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. 

 

„ჩვენი კომპლექსი სტუმრებს 10 ივნისიდან მიიღებს. ხაშმში ჩამოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ღია ვერანდებიდან დატკბნენ უნიკალური ხედებით ვენახებზე და მთებზე, შეძლებენ დააგემოვნონ „მტევინოს“ ღვინოები ქართულ-ევროპულ დაფებთან და სხვა ტრადიციულ კერძებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მტევინო იდეალური ადგილია ბიზნეს შეხვედრის, ტრენინგისა თუ სხვა კორპორატიული აქტივობისთვის. ჩვენს მიერ შექმნილი მრავალფუნქციური სივრცე მიმზდველი იქნება უცხოელი ტურისტებისთვისაც.

 




თუ გსურთ თავად გამოაცხოთ თონის პური, მოახვიოთ ხინკალი, შეწვათ მწვადი, ამოავლოთ ჩურჩხელა, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ მასტერკლასებში.  „მტევინოში“ მოსაწყენი დრო ნამდვილად არავის ექნება. სტუმრებს ვთავაზობთ ბილიარდს, სამაგიდო ჩოგბურთს, საინტერესო სამაგიდო თამაშებს, ვენახში გასეირნებას.. ღვინის მაღაზიაში შეძლებთ ჩვენი ყველა სახეობის ღვინის ადგილზე შეძენას. და ბოლოს, „მტევინოში“ მოსულ სტუმრებს შეძლებთ ჩვენი 9 სახეობის ღვინო დააგემოვნონ. „მტევინოს“ ღვინოები შექმნილია როგორც ევროპული ტექნოლოგიით ასევე ტრადიციული ქართული, ქვევრში დაყენების მეთოდით“, - განმარტავს ნიკა ზაუტაშვილი.

 



ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ თითოეულ ღვინო, რომელსაც კომპანია აწარმოებს განსაკუთრებულია თავისი არომატებით და გემოვნური თვისებებით. კომპლექსში დღეს 9 სახეობის ღვინოს აწარმოებენ:


 


„ხაშმის საფერავი, საფერავი, რქაწითელი, მუკუზანი, ქინძმარაული, რქაწითელი (ქვევრი), მწვანე (ქვევრი), საფერავი (ქვევრი), რქაწითელი მწვანე (ქვევრი)- ეს ის ღვინის სახეობებია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. აქედან რამდენიმე ჯიშის ყურძენი გადავამუშავეთ და დავადუღეთ ქვევრშიც, რადგან ქვევრის ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არამატერიალური კულტურული ძეგლი, რომელიც საქართველოს ანუ ღვინის ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის. ამ ეტაპზე ქვევრის ღვინის ოთხი სახეობა გვაქვს ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი, მწვანე და რქაწითელი  მწვანე, ამ ეტაპზე 80 000 ქვევრის ბოთლი გვაქვს“- აცხადებს ნიკა ზაუტაშვილი.

 





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up