მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს

მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს

access_time2020-05-27 14:07:56

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ თვეში განაცხადა, რომ ”საქართველო განაახლებს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან და მიიღებს საერთაშორისო ტურისტებს 1-ელი ივლისიდან”, ხოლო საბიუჯეტო ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air განაახლებენ ფრენებს რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


სანამ საქართველო კორონა ვირუსის გამო ჩაიკეტებოდა, ტურისტების რაოდენობამ პიკს მიაღწია და 9 მილიონს გადააჭარბა, 2019 წლის განმავლობაში. Tbilisi Hack Free Tours- ის დამფუძნებელმა, ანა დევიატამ, Lonely Planet-ს განუცხადა, რომ ტურისტებს საქართველოში იზიდავდა "ცნობილი ეროვნული სამზარეულო, ლამაზი მთები, უძველესი ქალაქები მდიდარი კულტურითა და ისტორიით, ღვინის მრავალფეროვნება და თავად ღვინის დამზადებისა და დალევის ტრადიცია, მისაღები ფასები და რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე ხალხი. ”


ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში. გრიგოლ ფაღავა, Budget Georgia– ს მეპატრონე ამბობს, რომ ”ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე. ”


საქართველოს სწრაფი ჩაკეტვა შეიძლება წარმატებულადაც ჩაითვალოს. ჯერჯერობით, მცირე კავკასიის ხალხმა მხოლოდ ოფიციალურად დაადასტურა ინფიცირების 731 შემთხვევა და 12 დაღუპული მოსახლეობაში, რომელიც დაახლოებით ოთხ მილიონს შეადგენს.



ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დაასახელებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანსა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყნის აშკარა წარმატების საფუძველზე. ბოლო პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ: ”მანამდე მსოფლი იცნობდა საქართველოს, როგორც მასპინძლობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას, ახლა კი გაიცნობენ, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშულების ადგილს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ”.


მოგზაურები, რომლებიც ცდილობენ გაერიდონ დანარჩენ მსოფლიოს, შეეძლებათ უამრავი შესაძლებლობის პოვნა საქართველოს უკვე იზოლირებულ მთებში მსოფლიო მასშტაბის პანდემიისგან თავის დასახსნელად. ,,Budget Georgia”-ს მეპატრონე გრიგოლ ფაღავა დადებითად აღნიშნავს, რომ ”სოციალური დისტანცია უფრო მარტივი შორეულ ადგილებსა და მთებში, თუმცა რისკი მაინც ყველგან არის”. მის ტურისტულ კომპანიას უკვე აქვს ჯავშნები 7 ივლისიდან და მისი აზრით, ივლისისთვის საქართველოში ყველა ადგილი უსაფრთხო იქნება მოგზაურობისთვის.


ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში დიდხანს არიან მოწყვეტილი ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი თოვლის ქარიშხლების გამო.


მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის განახლებისთვის უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან.


Tbilisi Free Walking Tours-ის დამფუძნებელ ლევან გიორგაძეს სოციალური დისტანცირების ზომები გაწერილი აქვს იმ დროისთვის, როდესაც დედაქალაქში საფეხმავლო ტურები განახლდება. ,,ჩვენი მთავრობა და ჯანდაცვის მუშაკები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და საზღვრები გაიხსნას რაც შეიძლება მალე”, განუმარტავს გიორგაძე Lonely Planet- ს. ,,უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე შეზღუდვის შემოღებას, მათ შორის, თითოეულ ტურზე მხოლოდ 10-15 ადამიანის დაშვებას, საჭიროების შემთხვევაში მიკროფონების გამოიყენებას, ვიზიტორების მიერ პირბადეების გამოყენებასა და ერთმანეთთან დისტანციის დაცვას”.


გიორგაძე ასევე იმედოვნებს, რომ COVID-19 დროებითი გადახრა იქნება საქართველოში ტურისტების რაოდენობის გრძელვადიანი ზრდის პროცესიდან: ,,ვფიქრობ, პანდემია მოკლე შესვენება იყო საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი გამოსწორდება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველო პოზიციონირებს, როგორც ალტერნატიული ტურისტული დანიშნულების ადგილი, სადაც შეგიძლიათ რაღაც ახლის, მრავალფეროვნის, გარკვეულწილად ნაცნობის, მაგრამ მაინც უცხოს პოვნა დაბალ ფასად! ”





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up