მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის გამო  10-მდე ოჯახის გასახლება იგეგმება

მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის გამო 10-მდე ოჯახის გასახლება იგეგმება

access_time2018-12-07 14:50:48

მთაწმინდის საბაგიროს სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა, ამჟამად მუშაობა მოსახლეობასთან ტერიტორიის დატოვების საკითხზე მიმდინარეობს. დალაქიშვილის განცხადებით, მდგომარეობა გართულებულია, რადგან ზოგიერთი ოჯახისთვის უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული პირობა არადამაკმაყოფილებელია.


მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის დასაწყებად უახლოეს პერიოდში ქვედა სადგურის - მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიიდან 10-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო, რადგან საბაგიროს ერთ-ერთი სადგური სწორედ ამ ეზოში უნდა განთავსდეს. პროექტის მთავარი მენჯერის თქმით, ამ ეტაპზე სწორედ ამ 10 ოჯახთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ორ მხარეს შორის სადავო საკითხი იმ თანხებს ეხება, რაც ადგილობრივებმა გამოსახლების შემდგომ უნდა მიიღონ.

 

„მოსახლეობას თანხა ეცოტავება და ძირითადი პრობლემაც სწორედ ესაა, თუ მოსალხეობის დათანხმება ვერ მოხდა მშენებლობა ვერ დაიწყება.“ - განაცხადა დალაქიშვილმა.

 

როგოროც მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა „კომერსანტს“ განუცხადა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით უძრავი ქონების გამოსყიდვისთვის (10 ოჯახი) ჯამში მილიონ დოლარამდეა გამოყოფილი. მისივე თქიმით, სწორედ მოსახლეობასთან კონსესუსის შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება მოხდება.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე თანხის გაზრდასთან დაკავშირებით რატომ არ აკმაყოფილებენ მოსახლეობის მოთხოვნას? – დალაქიშვილი გვპასუხობს, რომ „ჩვენ ვმოქმედებთ კანონით, რასაც უძრავი ქონების გამოსყიდვა ითვალისწინებს. ეს თანხა ექსპერტმა დადო და ჩვენ სუბიექტურები ვერ ვიქნებით. შეთავაზება სამხარაულის ექსპერტის ბიუროს დასკვნით აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო.“  

 

შეგახსენებთ, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია საათში 1100 კაცზე. გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი. რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩაზე განთავსებულ ბეტონის კონსტრუქციას, დალაქიშვილის თქმით, ის 2017 წლის დეკემბერში აიღეს.

აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზის თავდაპირველი მარშრუტი სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა იყო, თუმცა, შდემდეგ არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, მისი ქვედა სადგურის ლოკაციად სსიპ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა განისაზღვრა.

პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს. 


სამუშაოების შედეგად, ​თბილისში, აღნიშნული მიმართულებით, დაახლოებით, 980 მ-ის სიგრძის საბაგირო გზა გაკეთდება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მიერ მართლმსაჯულებაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებენ

 “ქართული ოცნების“ დეპუტატები  სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მიერ მართლმსაჯულებაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებენ
access_time2019-05-21 18:30:10
„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ეს სიტყვები საქართველოში ვიზის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა. ფაქტია, სასამართლო სისტემაში არსებეულ ხარვეზებზე, გამოწვევებისა და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე...

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ
access_time2019-05-21 19:30:46
„ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ“ – Forbes-ისთვის გამოქვეყნებულ ანალიზში ენერგეტიკის ექსპერტი არიელ კოენი მიმოიხილავს ირან-აშშ-ს შორის მიმდინარე პროცესებს,  როგორ და რამდენ ხანში აისახება ეს დაძაბულობა  ნავთობის ღირებულებაზე მსოფლიო ბაზარზე.   პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლო ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ  მას ომი არ სურს.  ამასობაში ირანი...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...


მსგავსი სიახლეები

up