მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ გაწეული  საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა

access_time2019-12-10 16:40:44

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.



როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლის დაძლევასაც მუნიციპალიტეტი გაზრდილი ბიუჯეტით შეუდგება.



„უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ უამრავი გამოწვევა გვაქვს ქალაქში. ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ესენია პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რა იქნება ხვალ, როგორი იქნება თბილისი. 2020 წლის ბიუჯეტი იქნება განსხვავებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ისტორიულ ციფრს მივაღწიეთ - მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება თბილისში. ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ ყველფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გამოწვევა, რომელიც გვაწუხებს, ღირსეულად იყოს გადალახული და მოგვარებული.



რა თქმა უნდა, მთაწმინდის რაიონსაც ექნება გაზრდილი ბიუჯეტი, მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისთვის. გარდა ამისა, კიდევ დაემატება 1,5 მლნ ლარი იმისათვის, რომ მცირე საუბნო პროექტები - სტადიონები, სკვერები, მწვანე სივრცეები მოწესრიგდეს. პარალელურად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი უბნების რეაბილიტაცია, როგორიცაა მაგალითად, ორბელიანის მოედანი. ასე გვინდა განვაახლოთ ძველი თბილისი, ასე გვინდა მოვუაროთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რითაც ვამაყობთ”, - განაცხადა თბილისის მერმა.



მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია ორი ძირითადი მიმართულება.



„ეს არის ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური დახმარებები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება სჭირდება. ბიუჯეტის 30% სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, რაც დახლოებით 363 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გვყავდეს, რომელსაც სოციალური დახმარება დასჭირდება. ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.



მისი თქმით, 2020 წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.



გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 91 685 კვ. მ ფართობის გზის საფარი; 6 მისამართზე პირველად მოეწყო ქვაფენილი; აშენდა გრუნტის დამჭერი 25 კედელი და ერთი გაბიონი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 197 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები კი ჩატარდა 330 მისამართზე. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 29 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.



ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 8 სპორტული მოედანი და 2 ფიტნეს ზონა.



„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში 373 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 38 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სადარბაზოს.



მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება; 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდა.



ორი წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში 28 025 349 ლარი დაიხარჯა.
მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლადო კახაძე და თბილისის მთავრობის წევრები.







„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up