მთაწმინდის ფერდობი ოთხი სეზონის რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება - პროექტის ექსკლუზიური ფოტოები

მთაწმინდის ფერდობი ოთხი სეზონის რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება - პროექტის ექსკლუზიური ფოტოები

access_time2021-03-30 13:00:38

მთაწმინდის ფერდობი ოთხი სეზონის რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება. თბილისის ურბანული ტყის კვლევების შემაჯამებელი ანგარიში უკვე მზადაა - 700 ჰექტარის გამწვანება და განაშენიანება კი უახლოეს მომავლში დაიწყება. ეკოპროექტზე, რომელიც მთაწმინდის ფერდობს ახალი სიცოცხლეს შესძენს ფონდ „განვითარება და გარემოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე თემურ ტყემალაძე საუბრობს. იგი გვიყვება, რომ წლების განმავლობაში მთაწმინდის ფერდობზე მწვანე საფარი ნელ-ნელა შემცირდა, თუმცა მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც მთაწმინდას ესთეტიკურ, კულტურულ, ეკოლოგიურ, ტურისტულ და ეკონომიკურ ღირებულებებს დაუბრუნებს. როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, პროექტის ავტორებს „თბილისის ურბანული ტყის“, როგორც ბრენდის შექმნა აქვთ განზრახული.


 





„გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით, 4 წლიანი პროექტია, რამდენად ჩავეტევით ამ პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პროექტის მოცულობა გავზარდეთ. თავდაპირველად 400 ჰექტარზე იყო საუბარი, ახლა საპროექტო ტერიტორია 700 ჰექტრამდე გაიზარდა, ბიუჯეტი კი 16 მლნ. ლარია, თუმცა ვფიქრობ, რომ თანხაც კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად პანდემიისა პროექტი წარმატებით ხორციელდება, ახლა უკვე მცენარეების დარგვას ვიწყებთ. უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ კვლევები, რა დროსაც შესწავლილ იქნა აბსოლუტურად ყველაფერი, რათა დაზღვეულები ვყოფილიყავით იმ კატაკლიზმებისგან, რომელიც ახლა ვაშლიჯვარში ხდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტი ერთადერთია, სადაც ყველა მიმართულება ძირფესვიანად იქნა შესწავლილი“, განმარტავს თემურ ტყემალაძე.




თემურ ტყემალაძე გვიყვება, რომ ბუნებაში ჩარევა მინიმალურად ხდება. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა გარემოსთან შეხამებით, ხეში მოეწყობა. როგორც ფონდ „განვითარება და გარემოს“სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ამბობს, ბილიკების გასწვრივ, ძალიან ბევრი მცენარე დაირგება, რათა ტერიტორია ადამიანებისთვის მეტად საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ტყემალაძე ამბობს იმისაც, რომ პროექტი დღითიდღე უფრო მეტ ინტერესს იწვევს. მისი განმარტებით, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ერთადერთია, რომლის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება არავის აქვს. მისი თქმით, ამის საშუალებას ის დოკუმენტი იძლევა, რომელიც პროფესიონალებმა მოამზადეს. როგორ ის ამბობს, კვლევები იწვევს, პროექტის სწორ განვითარებას და შემდგომში გაუთვალისწინებელი ხარჯების შემცირებას. ფონდ „განვითარება და გარემოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კვლევაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ქმედითი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც სამომავლოდ იგეგმება.

 




„ჩვენ ყველაფერი დეტალურად შევისწავლეთ და ღონისძიებების დასახვა ამ დოკუმენტის ხარჯზე ხდება . მთაწმინდაზე არის ადგილები, სადაც არ ვერევით, მაქსიმალურად ვცდილობთ ბუნებრივი ლანდშაფტი შევინარჩუნოთ, რაც ბიომრავალფეროვნებისთვის აუცილებელია. თუმცა, არის ადგილები სადაც ვერევით, რადგან იმ ტერიტორიაზე ხელოვნური ჩარევები უფრო აქტიური იყო. ამის გარდა გვექნება საექსპერიმენტო ადგილები, სადაც მეცნიერებთან შეთანხმებით მცენარეებს თამამად ვრგავთ. ასეთი ადგილები ვიზუალურადაც და საბოლოო შედეგისთვისაც საინტერესო იქნება. ახლა დაავადებული ხეების ინტენსიური ჭრები მიმდინარეობს, ვცდილობთ ეს პერიოდი გამოვიყენოთ, რადგან ამ ეტაპზე მავნე მწერები პასიურები არიან. მალე დავიწყებთ მცენარეების დარგვას, პროცესში უცხოელი ლანდშაფტის დიზაინერები არიან ჩართულები, რათა ვიზუალი საინტერესო იყოს. მცენარეები წელიწადის ოთხივე დროზეა გათვლილი, რადგან მთაწმინდის ფერდობი ეს არის სარკე, ქალაქის სახე. ძალიან ბევრ ქალაქს ასეთი რეკრეაციული სივრცე არ აქვს“, - განუცხადა კომერსანტს თემურ ტყემალაძემ.

 


ფონდ „განვითარება და გარემოს“სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ამბობს, რომ ბილიკებზე ადგილობრივი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ. მისი თქმით, პროექტი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. სწორედ ამიტომ თემურ ტყემალაძეს მიაჩნია, რომ თბილისში რეკრეაციული ზონები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, რადგან ხალხს დასასვენებელი ადგილები სჭირდება. როგორც ტყემალაძე ამბობს, უკვე შერჩეულია იმ მცენარეების ჯიშები, რომლითაც იგეგმება მთაწმინდის განაშენიანება.

 

 



„მთაწმინდის ფერდობზე ბიომრავალფეროვნება აუცილებლად იქნება დაცული, პარალელურად ვიზუალურად ძალიან ლამაზი იქნება და რაც უფრო მეტი დრო გავა უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. კვლევებმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვაჩვენა, 170 ჯიშის მარტო ფრინველი და ცხოველია დაფიქსირებული, რომელსაც ყურადღება, მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. პირველ ეტაპზე ჩვენ დაავადებული მცენარეები შევისწავლეთ, კვლევა არამარტო მთაწმინდაზე, არამედ მთელ ქალაქში ჩავატარეთ. შედეგები კანადის უნივერსისტეტში გაიგზავნა, რის შემდეგაც დასკვნები მივიღეთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ქერქიჭამია, მღრღნელები თუ სოკოვანი დაავადებები, მივიღეთ რეკომენდაციები მცენარეებს როგორ უნდა ვუმკურნალოთ. ჩვენ თუ მარტო მთაწმინდას ვუმკურნალეთ დაავადება მაინც გავრცელდება, რადგან ქალაქში ბევრად ცუდი მდგომარეობაა. დღეს თბილისი ჩახშულია, განიავება არ ხდება და გარემოს დაცვის მხრივ არასასურველი პროცესები მიმდინარეობს, გრანდიოზული მშენებლობები უარყოფითად მოქმედებს“, - განაცხადა თემურ ტყემალაძემ.

 



როგორც თემურ ტყემალაძე გვიყვება, რეკრეაციულ სივრცეში მოეწყობა ველობილიკები. გარდა ამისა მისი თქმით, პროექტი ბიზნეს ოპერირების შესაძლებლობასაც უტოვებს. როგორც ის ამბობს, მოეწყობა ადგილები სადაც მცირე კაფის გახსნა იქნება შესაძლებელი, ასევე იქნება ველოსიპედების გასაქირავებელი სივრცე. იგეგმება ზიპლაინის მოწყობა, შერჩეულ ადგილზე განვითარდება საცხენოსნო ტურიზმიც. როგორც ფონდ „განვითარება და გარემოს“სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე განმარტავს რეკრეაციულ სივრცეში მოეწყობა პატარ-პატარა ობიექტები, რომელიც ტერიტორიას არ გადატვირთავს.

 

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც „განვითარება და გარემომ“ ფონდ „ქართუს“ დაკვეთით მოამზადა, მართლაც სიღრმისეული და ვრცელია. ურბანული ტყის შექმნის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ ეკონომიკური ხედვის დამუშავების მიზნით, შეიქმნა მრავალ-დისციპლინური სამუშაო ჯგუფები. თითოეულმა დარგობრივმა ჯგუფმა, მომიჯნავე დარგის ჯგუფისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი, მაგრამ ტექნიკურად თავსებადი მეთოდოლოგიით, ფონური და დაფარვითი კვლევა განახორციელა. თბილისის ურბანული ტყის საკვლევ არეალში ჩატარდა ფონური ბოტანიკური, ზოოლოგიური, სატყეო, ფიტოსანიტარული, გეოლოგიური, ნიადაგური, ლანდშაფტური, საკადასტრო, საინჟინრო, ბილიკების დაგეგმარების, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო, არქიტექტურული და ეკონომიკური დარგობრივი კვლევები.

 



თბილისის ურბანული ტყის განვითარების პოტენციალის, მოსალოდნელი საფრთხეების და არსებული სიტუაციის ანალიზის სისტემატიზაციისთვის, გამოყენებულ იქნა დარგობრივი SWOT ანალიზი, შეფასებული იქნა ტერიტორიის ძლიერი და სუსტი მხარეები. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოხდა არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა და დარგობრივი რეკომენდაციების შემუშავება. „კომერსანტი“ სწორედ შედეგებს გაგაცნობთ, რომელიც ანალიზის შედეგად მკვლევარებმა შეიმუშავეს.

 









ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up