მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2020-10-28 13:30:00

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.


სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა.


ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდა; მოეწყო დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა; ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა.



დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.


„ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა, რომელიც ამავდროულად, ისტორიული მნიშვნელობის არის. მსგავსი სივრცეების მოწყობა აუცილებელია და ჩვენი მიზანია მთაწმინდაზე არცერთი უბანი არ დარჩეს დასასვენებელი სივრცის გარეშე. დარწმუნებული ვარ, სულხან-საბას სახელობის სკვერი ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელ ადგილად გადაიქცევა“, - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.


სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოიყო.




თეგები:
სკვერი



Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...


მსგავსი სიახლეები

up