მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

access_time2020-07-08 10:50:13

 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.

 

„ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან მკაფიო პასუხს როდის აღდგება ფრენა ვერ ვეუბნებით. ხან ამბობენ, რომ  15 ივლისს აღდგება ხან თვის ბოლოს, ამიტომ ვთვლი, რომ წლევანდელი ტურისტული წელი ჩავარდება და დაველოდოთ მომავალ წელს. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდება, 2021 წლის ტურისტული სეზონიც ჩავარდნილი იქნება. პირადად მე, ბოლო პერიოდში 12 ჯავშანი გამიუქმდა, ორი რუსეთიდან ხოლო 10 ბალტიისპირეთიდან, ისრაელიდან და შეერთებული შტატებიდან. ჯგუფში საშუალოდ 6- დან 15 ადამიანამდე იყო. მითხრეს, რომ თუ რეისები აღდგება სექტემბერში ჩამოვლენ, თუ არადა ტურს მომავალ წელს დაგეგმავენ“, - აცხადებს მალხაზ ცინცაძე.

 

მალხაზ ცინცაძე „კომერსანტთან“ საუბრისას გასულ წლის ტურისტულ სეზონს იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სექტორისთვის რუსული ავიაემბარგოს გამო არც 2019 წელი იყო მარტივი, Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ შექმნილ რეალობას მალევე მოერგო და ტურისტების დივერსიფიკაციით პრობლემა მარტივად მოაგვარა.


 

„გასულ წელს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ავიამებარგო დაგვიწესა, ხოლო მე დიდი წილი რუსი ტურისტები მყავდა მაინც კარგი წელი გვქონდა. მალევე გადავერთეთ დასავლეთ ევროპაზე, ბალტიისპირეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ამის გამო რუსული ემბარგო ჩემს საქმიანობაზე უარყოფითად არ ასახულა და ძალიან წარმატებული წელი მქონდა. ტურები მქონდა პრაქტიკულად მთელ საქართველოში, სათავგადასავლო ტურებით დაწყებული არქიტექტურული ტურებით დასრულებული. ყველას აინტერესებდა ჩვენი კულინარია, მეღვინეობა , კანიონები, რაფტინგი და ა.შ.“, - განაცხადა მალხაზ ცინცაძემ.


ბაჩო ადამია





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...


მსგავსი სიახლეები

up