მთავრობის ზარალიანი ბიზნესების ახალი სიცოცხლე - სახელმწიფო საწარმოებს სოციალურ-პოლიტიკური მიზნისთვის განკუთვნილი ოპერაციები აეკრძალათ

მთავრობის ზარალიანი ბიზნესების ახალი სიცოცხლე - სახელმწიფო საწარმოებს სოციალურ-პოლიტიკური მიზნისთვის განკუთვნილი ოპერაციები აეკრძალათ

access_time2021-04-23 11:00:12

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა მნიშვნელოვნად აისახა მათ ფინანსურ შედეგებზეც. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 352 სახელმწიფო საწარმოა, აქედან 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, 179 კი - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში. სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის ზარალს განიცდიან, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 237  მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 816 მილიონი ლარი იყო.


ბოლო წლებში სახელმწიფო საწარმოებში წარმოქმნილი დიდი ოდენობით ზარალი, აქტივების გაუფასურებასთან ერთად, ასევე განპირობებულია კვაზი ფისკალური აქტივობებით, რომელიც ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს და რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული საწარმო არ განახორციელებდა. მაგალითად, სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრთა გადაყვანას, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის სუბსიდირებას და ა.შ.

 

სწორედ ამ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, დასრულებული პროგრამის მერვე მიმოხილვის დოკუმენტში, რომელშიც მთავრობის მიერ IMF-თან შეთანხმებული საკითხების შესახებ არის საუბარი.

 


დოკუმენტის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის ახალი საინვესტიციო აქტივობა შეზღუდული იქნება და ფონდი მხოლოდ უკვე არსებული პროექტების დაფინანსებას მოახდენს. ანგარიშში საუბარია ასევე სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების მიერ ე.წ. კვაზი ფისკალური ოპერაციების შესრულებაზე.  საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფო კომპანიებს ახალ კვაზი-ფისკალურ სქემებში ჩართვის ვალდებულებას არ დააკისრებენ. სავალუტო ფონდის შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს ამ ორგანიზაციების ეფექტიანობა, რათა მათი მხრიდან მომავალი ფისკალური წნეხი შემცირდეს.

 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანგელიძე აღნიშნავს, რომ ფონდის რესტრუქტურიზაცია ზაფხულისთვის დამთავრდება და სხვა სახელმწიფო კომპანიების მსგავსად, როგორიცაა სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასის“ აქციები და ესკო, დარჩენილი ორი ორგანიზაციის  „საქართველოს რკინიგზის“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გასხვისება მოხდება, რის შემდეგაც ფონდის ზარალიანობა შემცირდება. თუმცა იქვე დასძენს, რომ მსგავსი ობიექტების გარკვეული პაკეტის/ნაწილის გასხვისება სწორია, მაგრამ საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს.

 

მაგალითად საუბარია საქართველოს რკინიგზის რამდენიმე ნაწილად დაყოფაზე და გასხვისებაზე, გადაზიდვების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რადგან კომპანია დიდ ზარალს სწორედ სამგზავრო გადაყვანები იღებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კომპანიამ საქმიანობა 164 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, ეს 2019 წელს არსებულ ზარალს 159 მილიონი ლარით აღემატება. რკინიგზის შემოსავლები ასე ნაწილდება:


  • სატვირთო გადაზიდვები - 389.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
  • ლოგისტიკური სერვისები - 54.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
  • სამგზავრო გადაყვანები - 11.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 64%;
  • ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 8.8მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 45%;
  • სხვა შემოსავალი - 11.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 71%;
  • პერსონალის სახელფასო ხარჯი 170.5 მილიონი ლარი;
  • ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 41.4 მილიონი ლარი;
  • ცვეთის ხარჯი კი 76.1 მილიონი ლარი იყო.


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) გამჭვირვალობისა და ფისკალური რისკების შემცირებასთან ერთად საუბრობს ასევე საგადასახადო ადმინისტრაციის განმტკიცებაზე და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას იწონებს. IMF-ის რეკომენდაციით, ფისკალური რისკების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, 2020 წელს სახელმწიფო საწარმოების სრულყოფილი სექტორული სწავლების დასრულებამ, რომელიც ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველია, გამოავლინა 183 საწარმო, რომლებიც 2021 წლიდან უნდა შევიდნენ სახელმწიფო სექტორში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up