„მთავრობის ხედვა შემდეგია – ეკონომიკურ საქმიანობაში ჩავრთოთ ის რესურსები, რაც აქამდე ნაკლებად გამოყენებული ან გამოუყენებელი იყო“

„მთავრობის ხედვა შემდეგია – ეკონომიკურ საქმიანობაში ჩავრთოთ ის რესურსები, რაც აქამდე ნაკლებად გამოყენებული ან გამოუყენებელი იყო“

access_time2020-02-09 12:00:20

„გასულ წელს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი მრეწველობამ და მომსახურების სექტორებმა შეასრულეს“

რა გეგმა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს და რას აკეთებს მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დასაჩქარებლად, თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი „ბიზნესპარტნიორში“ საუბრობს.

– როგორი იყო 2019 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის, რა გამოწვევებზე და წარმატებებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება?

– ზოგადად, რომ შევაჯამოთ 2019 წელი წელი, უნდა ვთქვათ ისიც, თუ რა რეგიონალურ თუ გლობალურ კონტექსტში უწევდა საქრთველოს ეკონომიკას განვითარება და ზრდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორად სწორად მოხდეს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების შეფასება. გასული წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდმა ორჯერ გადახედა გლობალური ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს. ბოლო განახლების მიხედვით, რომელიც 2019 წლის ოქტომებრში გამოქვეყნდა, ეს იყო 2.9 პროცენტი. ეს მაჩვენებელი 2008-2009 წლების შემდეგ, უმცირესი მაჩვენებელი იყო. დაახლოებით იგივე ტენდენცია განვითარდა რეგიონშიც. ფაქტობრივად, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების ზრდა შემცირების მიმართულებით გადაიხედა. უკვე წლის ბოლოს და ახალი წლის დასაწყისში ეს პროგნოზები დადასტურდა. ეს ჩვენთვის, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ცალხასად გამოწვევა იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს მიმართ უცვლელ დონეზე, 4.6 პროცენტი დარჩა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეფასება საკმაოდ კონსერვატიული იყო და როგორც იცით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.2 პროცენტია. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2020-2024 წლებში, საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე მაღალი საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით 4.9 პროცენტი.

– რაც შეეხება სექტორალურად გაშლას, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი მრეწველობამ და მომსახურების სექტორებმა შეასრულეს. 2019 წლის მიღწევებს შორის უნდა აღინიშნოს ექსპორტის რეკორდული, დაახლოებით 12.4-პროცენტიანი ზრდა და იმპორტის ერთპროცენტიანი შემცირებაც. თუმცა, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად წაადგა ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში პრობლემად ქცეული კაპიტალური ხარჯების დაგროვების პრობლემა ფაქტობრივად გადაიჭრა. წინსვლა აღინიშნა დასაქმების კუთხითაც. აღსანიშნავი ფაქტია, რომ თუ კაპიტალური ხარჯების შესრულების თვალსაზრისით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა გვქონდა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაუმჯობესდა და წლის განმავლობაში დაგეგმილზე კარგად შესრულდა, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდისთვის კარგია. მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი იყო და არის სამუშაო ადგილების შექმნა და აქ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 4.6 პროცენტით გაიზარდა. როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესსა დ საინვესტიციო გარემოზე, თავისთავად ვგულისხმობთ სიღარიბის დაძლევას დასაქმების მეშვეობით.

– საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ტურიზმის სექტორთან ერთად, სადაც ასევე ზრდა დაფიქსირდა, შეიძლება, ითქვას, რომ 2019 წელს ჩვენი მთავარი და პრინციპული მიღწევა იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება – საპროგნოზო მაჩვენებლით დაახლოებით ოთხ პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სისტემური პრობლემის გადაჭრა. მეორე არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც, გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე, გარკვეული ხარვეზების გამოსწორების შედეგად, საგადასახადო შემოსავლებში, ფაქტობრივად, 10 პროცენტამდე გადაჭარბება მივიღეთ, რამაც საბიუჯეტო დეფიციტი საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი ციფრით დაგვისრულა წლის ბოლოს. ამან, რესურსებით საშუალება მოგვცა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული ყოფილიყო. ის ცვლილებები, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, რაც ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო, იქიდან გამომდინარეობს, რომ 2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იყო.

– სხვადასხვა მონაცემები წლის განმავლობაში საგანგაშო არ ყოფილა, თუმცა საინტერესოა, როდის იგრძნობს მოსახლეობა აი ამ ეკონომიკური ზრდის შედეგებს?


– რაც შეეხება ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკურ ზრდას აღქმის თვალსაზრისით, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ეკონომიკის კონტექსტში მოკლევადიანი თვალსაზრისით, დღეს პრობლემას ფასების დონე წარმოადგენს. ეროვნულ ბანკს აქვს თავისი გეგმა, რომლითაც ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა ვერ იგრძნო იმ ხარისხით, რაც რეალურად არის ქვეყანაში. მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, ბუნებრივია, ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება.

– როგორია პროგნოზები 2020 წლისთვის, იგივე ინფლაციის თვალსაზრისით, რა გეგმები აქვს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია წინ?

– ინფლაციის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დონე დღეს საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებლს დაუახლოვდეს. მეტსაც გეტყვით, მარტის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და შეიძლება, ქვემოდანაც.

– ჩვენი ხედვა ასეთია: იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ინვესტიციების განხორციელებისთვის გზა გავხსნათ, ანუ კერძო სექტორში სტაბილურობის აღქმა შევიტანოთ. იმიტომ, რომ საარჩევნო წელს მსგავსი აღქმა კერძო სექტორში ჭირს ხოლმე, რათა კერძო სექტორმა მეტი ინვესტიცია განახორციელოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ვსაუბრობ არა მხოლოდ ადგილობრივ კერძო სექტორზე, არამედ ქვეყნის გარეთაც და ზოგადად ბიზნესგარემოს მიმართულებით. რამდენიმე საკითხს ჩამოვთვლი, რაც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: პირველ რიგში, ბუნებრივია, რომ არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას. ახლახან დავოსში შევხვდით ინვესტორებს. „თრეის ინტერნეიშნალის“ (TRACE International – კორუფციის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია) ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც რეკეტის რისკების მაჩვენებელს შეეხება, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-18 ადგილზე. იმ კომპონენტში კი, რომელიც ამ მიმართულებით მთავრობის ჩართულობას ეხება, ევროპაში მეექვსე თუ მერვე ადგილზე ვართ. საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. ეს ზოგადი ბიზნესგარემოს კუთხით. რაც შეხება კონკრეტულ ინიციატივებს ამ ჭრილში, მთავრობის ხედვა არის შემდეგი: რაც შეიძლება ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში ის რესურსები, რაც აქამდე ნაკლებად გამოყენებული ან გამოუყენებელი იყო. ასეთია, მაგალითად, „100 საინვესტიციო პროექტი ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გამოიტანა. ის მუდმივად ხელმისაწვდომია და ბიზნესს შეუძლია, ინვესტიცია განახორციელოს. ეს ეკონომიკას აუქციონის წესით მიეწოდება. გარდა ამისა, ახლახან წამოწყებული ინიციატივა, რომელიც გასაშვებად ფაქტობრივად მზადაა, უკვე აღნიშნული 100 პროექტის მსგავსად, არის 100 წიაღისეული ბიზნესისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაკროეკონომიკური ფისკალური სტაბილურობის ფონზე, რაც შეიძლება წავახალისოთ ინვესტიციები არა მხოლოდ რეალურ სექტორში, ანუ ტრადიციულ საინვესტიციო მიმართულებებში, არამედ პორტფელური კუთხითაც ფასიანი ქაღალდების თვალსაზრისით. ეს ფინანსებზე წვდომის დამატებით შესაძლებლობას შექმნის და არის სტიმული, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ბაზარი განვითარდეს. ჩვენთან საბანკო სექტორი ძალიან განვითარებულია. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არსებობს, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მეორე ალტერნატიული წყაროს გაჩენისთვის, აუცილებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ეს ორი მიმართულება, ყველა განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკებში არის ერთმანეთის შემავსებლები.

– არსებული გეგმით, ინვესტიციების რა მაჩვენებელს ელოდებით 2020 წელს?

– ძალიან რთულია პროგნოზი, რა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ პორტფელური ინვესტიციები. მე შემიძლია, მინიშნება მოგცეთ, რას ვაკეთებეთ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. მაგალითად, იგივე პროტფელური ინვესტიციების კუთხით, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული. ინტერესი ფაქტობრივად ყველა აუქციონზეა. ფინანსთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს ჩატარებულ ყველა აუქციონზე ნახავთ უცხოელ ინვესტორს, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდს ყიდულობს. ეს საქართველოს სუვერენული საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას ეხმიანება. მოგეხსენებათ, რომ ამ ნაწილში ე.წ. ბი-ბი მინუსზე (BB-) გადავედით და ჩვენი მიზანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საინვესტიციო რეიტინგი ავიღოთ. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია უშუალოდ პორტფელურ ინვესტორებთან. მაგალითად, ახლახან ლონდონში გვქონდა ვიზიტი, სადაც ინვესტორთა საზოგადოებას შევხვდით და მათ ჩვენი ბაზარი შევთავაზეთ საინვესტიციო მიმართულებით. მათ უკვე დიდი დაინტერესება გამოხატეს და მაგალითად, მომდევნო კვირის აუქციონს ელოდებიან.

– ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. რა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეთ საბჭოს ფორმატში, რაც საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს?

– მოგეხსენებათ, ინვესტორთა საბჭოს მეთერთმეტე სხდომა გაიმართა. საბჭო საკმაოდ წარმომადგენლობითია. სხდომას ბევრი ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, ძირითადი საკითხები, რაც განვიხილეთ ეხებოდა ბიზნესს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხებს, კონკრეტულ პროექტებს. საბჭოს ახალი ორი ახალი წევრი შეემატა და 2020-2021 წლის საკითხებიც დაიგეგმა. უშუალოდ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვენლოვან საკითხებზე, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულება, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონზე. საინვესტიციო ფონდების კანონპროექტი დაახლოებით ერთ კვირაში წარედგინება მთავრობის სხდომას და შემდგომ სამსჯელოდ და მისაღებად გადაეცემა პარლამენტს. გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, მთავრობას წარედგინება გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი. ეს კანონპროექტი ძალიან მნიშნვნელოვანია ბიზნესისთვის. ამაზე საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროცესში ბევრი მხარე იყო ჩართული და მივედით იმ კონდიციამდე, როცა კანონპროექტის სამუშაო ვერსია უკვე მზად არის. ეს ორი კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამან უფრო მეტად უნდა განავითაროს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემო. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად წახალისდეს პორტფელური ინვეტიციების შემოდინება.


ბანკები და ფინანსები

თეგები:
მთავრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up