ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა

access_time2021-04-14 10:00:02

მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, „მედიკამენტების ფასების საკითხი მიშვებულია და უზარმაზარი მოგებით, ზრდიან მედიკამენტების ფასებს“. თუმცა, კითხვა რას აკეთებს საქართველოს მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად? პასუხი ისეთივე ნათელია როგორც მედიკამენტებზე ფასების ზრდის უწყვეტი ტენდენცია - არაფერს. მაგალითად, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისე დაამთავრა მუშაობა, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის შემოწმების პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვერც ახალი, უფრო ეფექტური პოლიტიკა განსაზღვრა.

 

კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გასცემს.

 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ  ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან, რადგან მისი თქმით, ბაზარზე არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. თუმცა ლევან კობერიძე ყურადღებას საქართველოს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯზე ამახვილებს, რომელმაც წამლების ფასის გაძვირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი თქმით, 2013 წლიდან სახელმწიფომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა დაიწყო, რომელიც განსაკუთრებით 2019-20 წლებში გაძლიერდა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმით ე.წ. პარალელური იმპორტი დაბლოკა და საკანონმდებლო ცვლილებით ფარმაცევტული ბაზრიდან წვრილი და საშუალო მოთამაშეები გაცხრილა, რითიც კობერიძის განცხადებით სექტორის მსხვილი მოთამაშეები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. მიზეზი თუ რატომ დგამს საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებს დაზუსტებით ლევან კობერიძემ არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს კორუფცია რომელსაც უცხოელი მწარმოებლები მიმართავენ, ასევე არაკომპეტენტურობა და მიზანმიმართული საბოტაჟი.

 


„2009 წელს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად ბაზარი გაიხსნა და კონკურენცია გაჩნდა - განსაკუთრებით ხარისხიანი მედიკამენტების ნაწილში. ცვლილებების არსი იყო ის, რომ იმ ქვეყნებში სადაც მაღალი დონის რეგულაცია მედიკამენტების წარმოების თვალსაზრისით საქართველოს ბაზარზე დაშვების პროცედურა ძალიან გამარტივდა. ევროპიდან და ამერიკიდან ე.წ. აღიარებული ქვეყნებიდან შემოვიდა იაფი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები, რომელიც ბევრ მოთამაშეს შემოჰქონდა. 2009 წელს საქართველოში 5 კომპანია ოპერირებდა, კანონის მიღების შემდეგ, უკვე 2010 წელს კი 456 იმპორტიორი დაფიქსირდა. უპრეცედენტო მოვლენა მოხდა, 2010 წლიდან ფასების ინდექსი ქვევით წამოვიდა მაშინ, როცა ინფლაცია 5-6 პროცენტის ფარგლებში იყო. 100 მეტ-ნაკლებად ყველაზე მბრუნავ მედიკამენტზე მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში მოსახლეობამ საცალო ფასებში 100 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა. საუბარია მხოლოდ 100 მედიკამენტზე, როცა საქართველოში 14 000 სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. წარმოგიდგენიათ რამხელა შეღავათი მისცა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ამ საკანონმდებლო ცვლილებამ მოსახლოებას, ისე რომ ხარისხი არ გაუარესებულა.

 

2013 წლიდან კი სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო შეტევა ამ კანონზე და უამრავი სხვადასხვა მექანიზმით ე.წ. პარალელური იმპორტის დაბლოკვა მიმდინარეობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 2014 წლიდან საცალო ფასების ინდექსი იზრდება, ხოლო 2015 წელს მთელი 20 პროცენტით გაიზარდა, როცა საშუალო წლიური ინფლაცია 6,7 პროცენტი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც სისტემური ამბავი მოხდა, ისეთი რაღაც კლასიკურ ინფლაციაში, რომ არ ეტევა. სახელმწიფომ დაიწყო პარალელური იმპორტის შეზღუდვა, რაც დღემდე გრძელდება და 2020 წელი პარლამენტმა ისეთი ცვლილებებით დააგვირგვინა, რომელიც თავისთავად იწვევს ფასების მატებას, ზოგ შემთხვევაში წამლის დეფიციტსაც კი. 2020 წლის გაზაფხულზე, საგანგებო სიტუაციის დროს იმის მაგივრად, რომ მოსახლეობისთვის ხელი შეეწყოთ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ნაწილში, ისეთი ჩანაწერები გააკეთეს მთავრობის დადგენილებაში, რომ შეიქმნა უამრავი მედიკამენტის დეფიციტი, რა დროსაც თავისთავად ცხადია ფასებიც გაიზარდა“, - განმარტავს ყოფილი დეპუტატი.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up