"მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, გვექნება სერიოზული განხილვა" - ირაკლი კოვზანაძე

access_time2020-12-27 19:20:05

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.­პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფარგლებში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის საგარეო ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ამიტომ სერიოზული განხილვა იქნება.

„განხილვის თემა იყო 2021 წლის ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ რეალურად, ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკულპუროზულად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გამოწვევები არის ეკონომიკაში,რადგან ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. მესამე კვარტალია, რაც საქართველო რეცესშია და ბუნებრივია, ეს ბიუჯეტის პროექტიც არსებულ რეალობას ასახავს.


ამ მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული. საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში არის ჩადებული“,- განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up