“რაზე უნდა გავბრაზდე ამ ხელისუფლებაზე, ისედაც წყალწაღებულები არიან“ - მთავრობის რომელმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა საქართველოს მოსახლეობა

“რაზე უნდა გავბრაზდე ამ ხელისუფლებაზე, ისედაც წყალწაღებულები არიან“ - მთავრობის რომელმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა საქართველოს მოსახლეობა

access_time2019-08-19 19:00:43



„რომელი გადაწყვეტილება მიუღიათ ამათ კარგი, ერთი ეგ მითხარი,  ყველა რეფორმა  ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრაა,“ - ასე პასუხობს რესპოდენტების 80 პროცენტი “კომერსანტის“ კითხვას მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 


„კომერსანტმა“ რამდენიმე დღის წინ მკითხველს შესთავაზა ბიზნესმენთა მოსაზრება მთავრობის რეფორმებთან დაკავშირებით. ამჟამად კი დავინტერესდით, ყველაზე მეტად ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება არ მოსწონთ მოქალაქეებს.  


ამჯერად რესპოდენტები “ისანის“, “სამგორის“ და ავლაბარის“ მეტროს მიმდენარე ტერიტორიებზე შევარჩიეთ. 


 მთავარი შეკითხვა იყო - ყველაზე მეტად ხელისუფლების რომელმა გადაწყვეტილებამ გაგაბრაზათ?


მოცემულ მასალაში ნაჩვენებია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ასაკისა და სქესის ადამიანების პოზიცია. აქვე ვიტყვით, რომ რესპოდენტთა თითქმის 90-მა პროცენტმა გადაწყვიტა თავისი აზრი მკაფიოდ დაეფიქსირებინა, თუმცა სახელისა და გვარების დასახელებისგან უმეტესობა თავი შეიკავა.

 

„ლარიანი წამლები რომ  გამოუშვეს ახლა, არიქა არჩევნები მოდისო, რატომ აქამდე არ მოაფიქრდათ ხალხს რომ წამლის საყიდელი ფული არ აქვს? კი ბატონო ბანკის ვალებიც გადაუხადეს ხალხს, მაგრამ იცით როდის ვიქნებით კარგად - ყოველთვე რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაშინ ვიცხოვრებთ არხეინად  იმ პოპულისტების ხელში, ცალ-ცალი “ტუფლებით“ რომ მოვიდნენ და ახლა სამსართულიანი სახლები და აგარაკები აიშენეს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.“ - ამბობს ალექსანდრე ნიკოლეიშვილი, რომელიც ადრე  ელექტროსისტემაში მუშაობდა  და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახლა უმუშევარია.



იგი საპენსიო რეფირმითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ დღევანდელი ლარის კურსის შემხედვარე საპენსიო დანაზოგის გაკეთება არათუ სარგებლიანია, არამედ დიდი შეცდომაცაა.


“სანამ  ხალხი პენსიაზე გავა ადამიანი, დოლარი რომელიც ახლა 3 ლარზეა ასული, 20 წლის მერე ის ფული საერთოდ ფული იქნება? ფაქტობრივად ხალხს ფულს აწერენ. მიტინგები ჩატარდა და იმათ აბრალებენ ,მაგიტომ გაფუჭდა ფულიო. წარმოიდგინეთ ნოემბერ-დეკემბერში სად ავა  დოლარი, როცა  ტურისტები საერთოდ აღარ იქნებიან. მერე ეს  შენი საპენსიო დანაზოგი რაში გშველის,“  - ამბობს ბატონი ალექსანდრე .


„ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ინვალიდი, ომის დროს მიღებული მაქვს  ჭრილობები , წამლების ფასებმა ისე მოიმატა, ვეღარ ავუდივართ და პენსიებს არ უმატებენ.  ბოლოს გამოაცხადეს, რომ მედიკამენტების ფასი იქნება ერთი ლარიო, არ ვიცი, არც შემიმოწმებია.“ – გვპასუხობს ერთერთი რესპოდენტი, რომელიც გვარს და სახელს არ ასახელებს.  



 79 წლის ბატონი ამირანი  პენსიონერების მდგომარეობაზე ჩხუბობს: „პენსიას მოუმატონ იმათ, ვინც არ მუშაობს , წამლები ისეთი ძვირი ღირს, რომ ვერ ვყიდულობთ. დოლარი გახდა 3 ლარი და ყველაზე დიდი უბედურება ეგაა , ჩვენი ლარი გახდა ნაგავი. 2020 ში რომ პენსია გაიზრდება რაში მარგია , 20 თეთრის ტოლფასი იქნება.“


გადაწყვეტილებების სიაში, რომელიც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ტელევიზიებთან დაკავშირებული პოლიტიკაც აღმოჩნდა. თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობა ზოგისთვის ყველაზე მძიმე საყურებელია.


„ტელევიზიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით ვარ ყველაზე მეტად უკმაყოფილო, TV Pirveli დაბლოკეს, ჰაკერული შეტევა მოუწყვეს.   ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ით დაწყებული ყველა თავისუფალ მედიას უზღუდავენ  მუშაობის საშუალებას. ეს ის ტელევიზიებია, რომლებიც გამოირჩევა თავისუფალი აზრით, საიდანაც ვიგებთ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და ფანტაზიებსა და ილუზიებში არ გვაცხოვრებენ.“ გვეუბნება შუა ხნის მამაკაცი.


რესპოდენტებს შორის რამდენიმე ადამიანი “შავ სიაში“ მყოფი მსესხებლებისთვის ვალების განულების რეფორმასაც შეეხო.



„ის ფული, ვითომ რომ გადაგვიხადეს და ბანკებში გაგვინულეს ვალები, რისთვის იყო თუ არა იმისთვის, რომ შავ სიაში არ ვყოფილიყავით და საჭიროების შემთხვევაში ბანკში ვალი აგვეღო - ახლა იცით რა ხდება? ბანკები ახლოს არ გვიკარებენ.  თუ მოგვიხსნეს ყველაფერი, მაშინ რატომ ვართ შავ სიაში ისევ. 5 პატარა სესხი მქონდა გადასახდელი,  4 გადამიხადეს და  ერთი არა, იმას მე ვიხდი.  ახლა მაღალი პენსია მაქვს ძალოვანი ვარ და დამჭირდა თანხა, მივედი და შავ სიაში ხარო. რას ნიშნავს ეს? ამბობს ყოფილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ლ.ქ.


ამ საბანკო რეგულაციებმა ხომ საერთოდ დააქცია ეს ქვეყანა.“ წუხს ახალგაზრა გოგო, რომელსაც ბინის ყიდვა უნდა და იქვე დასძენს, - რა აზრი აქვს ლაპარაკს.


მოსახლეობის ნაწილი ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებზე საკუთარ მაგალითებს გვიყვება.


ბატონ რეზოს, რომელიც, ამასთანავე აფხაზეთიდან დევნილია და ომის დროს დაშავებულია, ყველაზე მთავარ პრობლემად  ახალგაზრდებისთვის შექმნილ  მძიმე პირობებს, უმუშევრობას და პერსპექტივის არარსებობას მიაჩნია. იგი კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ნაცნობობით სამსახურში აყვანის ტენდეციამ, მისი ვაჟი სამუშაოს მიღმა არაერთხელ დატოვა. 


„მე მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში ჩვენი ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს ახალგაზრდობა, ყველა მიიწევს საზღვარგარეთ სამუშაოდ. ცოცხალი მაგალითია ჩემი შვილი, რომელმაც დაამთავრა მაგისტრატურა და უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტთა სამეულში შევიდა. დამთავრების მერე იყო გასაუბრებებზე, უკვე ხელფასზეც შეუთანხმდნენ, მაგრამ მერე უთხრეს კონფიდენციალურად,  რომ ზემოდან გაცემული იყო ბრძანება, მის ადგილას სხვა, ანუ უფროსის  ახლობელი უნდა აეყვანათ, ნეპოტიზმის ნიშნები არის აშკარად და არ ვიცი ამას როდის მოეღება ბოლო.“


გაიჟღერა 21 ივნისის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმაც - ქალბატონი, რომელიც იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის მძიმე პირობების გარდა მათი აზრის უგულებელყოფა ხდება.


„ახალგარზდების დაჩაგვრას ვხედავ აშკარად, ხელისუფლებაში არაფერი მიაჩნიათ სწორი, თავისი აზრის გარდა. თვალები დათხარეს ბავშვებს, ამდენი ხანი ითხოვენ ეს ახალგაზრდები გახარიას გადადგომას და არ გადადგა. 


არიან ადამიანები ვისაც საზოგადოებისთვის ჯანსაღი გარემოს არქონა აწუხებს, რაც არც მეტი არც ნაკლები მარიხუანას ლეგალიზებამ გამოიწვია. ჩვენი რესპოდენტი ქალბატონი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებამ სისტემატიური სახე მიიღო და ეს იყო მთავრობის ერთერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება.  


„მე ყველაზე მეტად გამაბრაზა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებამ. ისეთ უბანში ვცხოვრობთ, რომ გარეთ ბავშვის გაშვება არ შეიძლება ფაქტობრივად. ახალგაზრდებს საღ გონებაზე ვერ ნახავთ.“


ქალბატონ მარიას დღევანდელი ხელისუფლება ძალიან მოსწონს და გვეუბნება -“მე არაფერი მიჭის, ჩემი შვილი მარჩენს. ეს ხელისუფლებაც ძალიან მომწონს, რას ერჩით“


 

ისევ ბანკები...


„20 000 ლარის გამოტანა მინდოდა, იმიტომ რომ კარგი საბანკო ისტორია მაქვს. მესიჯი მომდიოდა მოდით დაგიმტკიცებთ სესხსო, მივედი და იმდენი რამე მთხოვეს და იმხელა პროეცენტი დამადეს უარი ვთქვი, 29 000 ის გადამხდელი მე არ ვიყავი. ხალხი არის ბანკებზე დამოკიდებული, ყველა ვინც რამეს აკეთებს მიდის ბანკში. ძალიან დიდი პროცენტია, ევროპას იძახიან მარტო სახელით და საქმით არ არის.“  გვეუბნება ახალგაზრდა მამაკაცი.


ჩემი ბოლო რესპოდენტი შუახნის ქალია, ჩემს შეკითხვას ისმენს, მაგრამ არც ჩერდება ისე მომაძახა  რაზე უნდა გავბრაზდე ამ ხელისუფლებაზე, ისედაც წყალწაღებულები არიან.



მარიამ მორგოშია





საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up