„ბეჭდავენ ბევრ ფულს და ეს “პოლიგრაფია” იწვევს ინფლაციას,“-ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისუქის“ პირად გვერდზე
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბანკომატიდან ფული რომ გამოგაქვთ აკვირდებით, რომ მომრავლდა 200 ლარიანი კუპიურები? იმას თუ აკვირდებით, რომ ამ ბოლო დროს “ტკიცინა” ფულები გხვდებათ ხელში? აი ამიტომ ძვირდება ყველაფერი. ბეჭდავენ ბევრ ფულს და ეს “პოლიგრაფია” იწვევს ინფლაციას.
ამ წუთისთვის ინფლაციის მაჩვენებლით მსოფლიოში 15 ადგილს ვიკავებთ. ჩამოგითვლით მოწინავე 14 ქვეყანას: ვენესუელა, სუდანი, ლიბანი, სირია, სურინამი, ზიმბაბვე, არგენტინა, ირანი, ეთიოპია, ანგოლა, თურქეთი, ზამბია, ნიგერია, გვინეამ საქართველო.
მიუხედავად თურქეთის ამ სიაში ყოფნისა, მათ გადასახადების შემცირების ხარჯზე მოახერხეს ფასების კონტროლი. მაგალითად, დღეს თურქეთში ბენზინი 2.76 ლარი ღირს 1 ლიტრი.
ცნობისათვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში 1 ლიტრი საწვავი მინიმუმ 1 ლარით იაფი ღირდა თურქეთზე,”- წერს აბესაძე.