„მომხმარებელს ონლაინ ვარჯიშებს შევთავაზებთ“ -  ასპრია

„მომხმარებელს ონლაინ ვარჯიშებს შევთავაზებთ“ - ასპრია

access_time2020-11-27 17:00:47

„მთავრობის მხრიდან მესიჯები ჩვენთანაც იყო და როგორც ყველას შეზღუდვების მოლოდონი ჩვენც გვქონდა“ -  ასე გამოეხმაურა მთავრობის მიერ ფიტნეს ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს "ასპრიას" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი.


მისივე განცხადებით, ბიზნესები წინა ლოქდაუნს უფრო მოუმზადებლები შეხვდნენ და მაშინ პრაქტიკა იმისა, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა არ იყო. ანა ჩანგიანმა ასევე აღნიშნა, რომ ლოქდაუნის დროს "ასპრია" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მომხმარებელთან ხაზზე რჩება და მათ რჩევებს და საინტერესო ინფორმაციას ონლაინ მიაწვდის.


„ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქედან გამომდინარე "ასპრიას" პრიორიტეტია, რომ  მომხმარებელთან კომუნიკაცია არ შევწყვიტოთ. რა თქმა უნდა "ასპრია" მუშაობას აგრძელებს,  ფორმატი შემუშავებული იქნება იმისთვის, რომ მომხმარებელს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები მივაწოდოთ, მათ შორის მომხმარებელს ონლაინ ვარჯიშებსაც  შევთავაზებთ.“ -  აღმნიშნავს ანა  ჩაგიანი



„კომერსანტთან“ საუბრისას ანა ჩანგიანმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს, თუ როგორ შეიძლება, რომ მათთვის სასარგებლოდ ეს ორი თვე გამოიყენონ. მისივე განმარტებით "ასპრია" ბევრი მიმართულებით  აპირებდა საინტერესო იდეების განხორციელებას, მათ  შორის ერთ-ერთი ასეთი კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ღია სივრცეში ვარჯიშები იყო. რაც  შეეხება  ახალ  ფილიალებს კომპანია ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებს აგრძელებს.


„ფილიალებში მუშაობა ისედაც მიმდინარეობს და გამომდინარე  იქიდან, რომ შეზღუდვები მშენებლობებს  და შიდასარემონტო სამუშაოებს არ ეხება, რა თქმა უნდა სარემონტო პროცესს არც ჩვენ შევაჩერებთ. ამ პერიოდით ვისარგებლებთ, რომ თანამშრომლები გადამზადდენ და უფრო მეტად მომზადებულები და მობილიზებულები დავხვდეთ იმ პერიოდს, როცა მუშაობას განვაახლებთ. დღეს მაქსიმალურად მნიშვნელოვანია განწყობის თეორია და შესაბამისად ყველა სიტუაციის სასიკეთოდ გამოყენება არის  შესაძლებელი.“ -  აღნიშნავს ანა ჩანგიანი.


ანა ჩანგიანი აღნიშნავს, რომ ასპრიას გუნდი სიტუაციას რეალურად აფასებს, გამოწვევებს და სურთულეებს ხედავენ თუმცა მიუხედავად ყველაფრისა გუნდში პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ.


„31 იანვრამდე სამშენებლო პროცესი რომც დავასრულოთ ფიზიკურად ვერ გავხსნით, შესაბამისად მომხმარებელს ამ ყველაფერს ონლაინ რეჟიმში გავაცნობთ და რა თქმა უნდა მომხმარებელი ვაკუუმში არ იქნება, მას ეცოდინება ყველა დეტალი სიახლეების მიმართულებით თუ რა და როგორ  ვითარდება. რაც შეეხება ინსტრუქტორებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს მომხმარებელთნ ონლაინ კომუნიკაცია ექნება“ —  აღნიშნავს ანა ჩანგიანი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up