„მთავრობის მხრიდან ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რასაც ეკონომიკა ფაქტობრივად გადაყვა“

„მთავრობის მხრიდან ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რასაც ეკონომიკა ფაქტობრივად გადაყვა“

access_time2020-05-12 10:00:17

ევროპული ქვეყნები, პანდემიის პიკური პერიოდის გადავლის შემდეგ, ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. აკრძალვების შემსუბუქების პოლიტიკის განსხვავებული პრაქტიკის შესახებ, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ავსტრიის, გერმანიის, დანიის, ლიეტუვას, შვეიცარიისა და ჩეხეთის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის ეტაპები განიხილა.


რით განსხვავდება ევროპის ქვეყნების და საქართველოს შეზღუდვებიდან გამოსვლის პოლიტიკა და რა ეტაპებს მოიცავს ისინი, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ირინა გურულს ესაუბრა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, იმის შიშით, რომ ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა ვერ გაეძლო, თუმცა ამ ყველაფერს რეალურად ეკონომიკა გადაყვა.


„ეს ინფორმაცია, იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ გვეჩვენებინა, უკვე მარტის ბოლოდან სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდა შეზღუდვების შემსუბუქების სტრატეგია, ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკა კი დახურულ მდგომარეობაში დიდხანს მითუმეტეს ვერ გაძლებს და გერმანია არ ვართ, რომ 6 თვე გამოკეტილები ვიყოთ, იმათ ისეთი სოციალური პაკეტები აქვთ რომ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, რომ მთელი წელი სახლში ისხდნენ. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული კომერცია საერთოდ არ უნდა შეზღუდულიყო, ზოგადადაც ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, ყველაფერი იმის შიშით, რომ ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა ვერ გაეძლო, რასაც რეალურად ეკონომიკა გადაყვა. ჩვენს დოკუმენტში კი ჩანს, რომ ფაქტობრივად ყველა ევროპული ქვეყნის მიდგომა სამ ეტაპიანია, ჩვენთან კი გამოცხადდა რომ 12 კვირიანი იქნება,რაც ვფიქრობთ ძალიან გახანგრძლივებულია. თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენმა ადვოკატირებამ უშველა და ნელ-ნელა მთავრობამ ზოგიერთი ეტაპი დააჩქარა, რადგან ალბათ მიხვდნენ,რომ ივლისამდე ამას ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკაში შემოგვეტანა პროგნოზირებადობა, რადგან ზოგიერთი კომპანია წინა დღით გებულობს, რომ საქმიანობის უფლება ეძლევა, ვფიქრობთ აუცილებელია, სიცხადე მაქსიმალურად შემოვიტანოთ იმასთან დაკავშირებით რა და როდის გველის. უცებ მოხდა შეზღუდვების დაწესებაც და გახსნაც ასე ხდება, ყოველ დღე რაღაც იცვლება და არაპროგნოზირებადია. ივნისის 10-15 რიცხვისთვის ევროპაში თითქმის ყველაფერი იხსნება თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენთან ბოლო ეტაპი ივლისამდეა გადადებული“, - აცხადებს ირინა გურული.


„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიმოხილვის მიხედვით, შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლას ევროპის ქვეყნები შემდეგნაირად გეგმავენ:


ავსტრიამ მარტიდან პანდემიის შემაკავებელი მკაცრი შეზღუდვების გატარება დაიწყო და 16 მარტს გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი. თუმცა, 1 მაისიდან ყველა ზომის მაღაზიების უკვე გაიხსნა. მაისის შუა რიცხვებიდან კი სასტუმროები და რესტორნებიც განაახლებენ ეკონომიკურ საქმიანობას. მთავრობა იტოვებს უფლებას შეზღუდვათა შემსუბუქების პროცესი ნებისმიერ დროს შეაჩეროს თუ ინფიცირებულთა ზრდა ამის მიზეზს მისცემს.


 

გერმანიაში 27 იანვარსს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა, მაგრამ მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ მარტის შუა რიცხვებიდან დაწესდა. 4 მაისიდან სკოლებმა განაახლეს  სასწავლო პროცესი. მკაცრი ჰიგიენური სტანდარტებითა და დამცავი აქსესუარებით მუშაობა დაიწყეს თმის სალონებმაც. რელიგიურ რიტუალებზე აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაში რჩება და მისი გადახედვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ხალხმრავალი ღონისძიებების განახლება არ იგეგმება ზაფხულის ბოლომდე.

 

27 თებერვალს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა დანიაში. საყოველთაო კარანტინი კი 13 მარტს გამოცხადდა. 14 აპრილიდან უფლება მისცა კერძო სექტორის თანამშრომლებს დაბრუნებულიყვნენ ოფისებში. გაიზარდა საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა. 15 აპრილიდან განახლდა სასწავლო პროცესი დაწყებით და საშუალო სკოლებში. გაიხსნა საბავშო ბაღები. 20 აპრილიდან საქმიანობა განაახლეს მომსახურების მიმწოდებლებმაც (სილამაზის სალონები, მართვის სკოლები, სტომატოლოგები და აშ.).

 

ლიეტუვაში მარტში, ვირუსის გავრცელებასთან ერთად გამკაცრდა შეზღუდვები. თუმცა, 15 აპრილიდან უფლება მიეცა არასასურსათო მაღაზიებს განაახლონ ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ ეს ვრცელდება მხოლოდ ისეთ მაღაზიებზე რომელთაც ღია სიცვრციდან პირდაპირი შესასვლელი აქვთ. კარანტინის შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ საქმიანობის განახლებას შეძლებენ რესტორნები, კაფეები, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (სტომატოლოგები), საბავშო ბაღები, სკოლები, სპორტული და გასართობი დარბაზები.

 

შვეიცარიაში მარტის შუა რიცხვებიდან ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების, ბარებისა და სხვა თავშეყრის ადგილების დახურვის შესახებ. თუმცა, თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა, 11 მაისიდან შვეიცარიის სკოლები სავალდებულო საგანმანათლებლო საქმიანობას განაახლებენ. ასევე, სრულად გაიხსნება სავაჭრო მაღაზიები და ბაზრები.

  

COVID-19 - ის პირველი შემთხვევა ჩეხეთში 1 მარტს დაფიქსირდა, 12 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მკაცრი შეზღუდვების შესუსტება დაიწყო აპრილის თვიდან. თვის დასაწყისში სამშენებლო მასალების მაღაზიებმა და ველოსიპედების სერვის ცენტრებმა განაახლეს საქმიანობა. 20 აპრილიდან ფერმერული ბაზრები, ავტო მაღაზიები და სახელოსნოები განაახლებენ ფუნქციონირებას. ასევე ნებადართული ხდება ქორწილებიც (მაქს. 10 ადამიანი). მეორე ფაზაში, 27 აპრილიდან, გაიხსნება მაღაზიები 200 კვ. მეტრამდე, რომელებიც სავაჭრო ცენტრებში არ არიან განთავსებული. განახლდება რელიგიური საქმიანობა (მაქს. 15 ადამიანი). 8 ივნისიდან კი ეკონომიკურ აქტივობას განაახლებენ უკვე კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, კინოთეატრები, და დიდი ზომის სავაჭრო ცენტრები.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up