მთავრობის მხარდაჭერით, რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად

მთავრობის მხარდაჭერით, რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად

access_time2020-09-07 22:00:16

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ თითქმის ყველა მიმართულებით შექმნა კრიზისი და მათ შორის, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რაგბის სფეროშიც. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და მათი მოგვარება ერთობლივი ძალებით გახდა შესაძლებელი. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერისა და რაგბის კავშირის ძალისხმევის შედეგად, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა შესაბამისი პირობა არსებობს, რომ საქართველოს გუნდებმა მშვიდად გააგრძელონ ვარჯიში, აქტიურად მოემზადონ საქართველოს ჩემპიონატსა და სხვა თამაშებში საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.



„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერმა.




მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს" როლზე, რომლის ინვესტიციებით არაერთი მოედანი თუ კომპლექსი აშენდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას და არაერთი წარმატების მიღწევას.



საუბარი შეეხო საქართველოს შანსს, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი" და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.




თეგები:
რაგბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up