რამდენად ცნობილია მეწარმეებისთვის მთავრობის მიერ ინიცირებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

რამდენად ცნობილია მეწარმეებისთვის მთავრობის მიერ ინიცირებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

access_time2020-06-05 15:00:56

სახელმწიფომ დაანონსა ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. სქემის მიხედვით, მეწარმეები ახალი პროექტებისთვის საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიას, ხოლო უკვე არსებულისთვის 30 პროცენტის გარანტიას მიიღებენ. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა იცნობენ თუ არა აღნიშნულ საგარანტიო სქემას მეწარმეები და რამდენად დადებითად აფასებენ ისინი მთავრობის ინიციატივას.   


„მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი და ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ თავიანთ მეწარმეებს ასეთი შეღავათი გაუწიოს“,— მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე მთავრობის საკრედიტო-საგარანტიო სქემის  დაამტკიცებას ეხმაურება. სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ჭელიძე დადებითად აფასებს.   

 

სქემის მიხედვით, ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით. ჭელიძის თქმით, ეს ყველაფერი მეწარმეების განვითარებასა და ფინანსურ ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.  

 


„საგარანტიო სქემა შინაარსობრივად  შედეგზე ორიენტირებულია და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისკენაა მიმართული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესში იყო ის, რომ უზრუნველყოფის გარეშე სესხის აღება არ შეეძლოთ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება სახელმწიფოს ინიციატივა. ამ ნაბიჯით მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვნად განვითარდება. 2019 წელსაც არსებობდა მსგავსი ვარიანტი,  უბრალოდ უფრო მასშტაბური, ადრე 70% იყო უზრუნველყოფა და ახლა 90% გახდა და საქმიანობის სფეროებიც გაიზარდა,“-აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

 

 მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დაფინანსების ბიზნესი სესხს როგორც კომერციული ბანკის ასევე მიკროსაფინანსოს გავლითაც მიიღებს და ორივე შემთხვევაში პროცენტი მეწარმის საქმიანობაზე მორგებული იქნება.

 

საკითხის სრულვასოვნად გარკვევამდე დაზუსტებით საგარანტიო სქემის მნიშვნელობაზე საუბარი უჭირს მცირე მეწარმე პაატა აბრამიას. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე მთავრობის ინიციატივად დადებითად აფასებს არ იცის რამდენად საკმარისია ბიზნესითვის გამოყოფილი 40 მლნ.

  

„არ ვიცით რას მოიზარებს შინაარსობრივად ეს საგარანტიო სქემა.  ამ დღეებში იქნება ცნობილი, შინაარსობრივად რაც გულისხმობს ეს გარანტია. ძალიან კარგი ინსტრუმენტია მეწარმისთვის მაგრამ ბანკი რას მოითხოვს ეს არის მთავარი. თავად ეს მექანიზმიც როგორ იმუშავებს საინტერესოა. აწარმოე საქართველოს არ აქვს დოკუმენტი, დღეს ან ხვალ მთლიანი შინაარსი ექნება და უფრო დეტალურად გავივლი საკითხს.


ახალი  და მიმდინარე  პროექტების წახალისება რა თქმა უნდა კარგი ნაბიჯია, თუმცა როგორ იმოქმედებს ან რაზე გადანაწილდება ეს 40 მლნ. ეს არის მნიშვნელოვანი,“ აცხადებს პაატა აბრამია.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის  1 აპრილიდან ამოქმედდა საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა და ამ ფონდისთვის 2019-2023 წლებში ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო.  დღეს საგარანტიო სქემის სახით გამოყოფილი თანხა 40 მლნ. ლარს შეადგენს.  


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up