დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია დასახმარებლად ბიზნესომბუდსმენს და პრემიერს მიმართავს -  გაუქმებული რეგულაცია ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია დასახმარებლად ბიზნესომბუდსმენს და პრემიერს მიმართავს - გაუქმებული რეგულაცია ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება

access_time2019-06-06 13:00:08


კომპანიებს, რომლებიც ე.წ. ოქროს სიაში არიან იმპორტის გადასახადებზე შეღავათები გაუუქმდათ - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ცვლილება შეეხება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას. ბრძანებას №162  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წლის 31 მაისს მოაწერა ხელი.

 

მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ნეგატიურად აფასებს ივა ჭყონია. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება. კიდევ ერთ მთავარ პრობლემად დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არ არსებობას ასახელებს. 

 

„პირველი რასაც ხაზი უნდა გავუსვათ არის ის, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია არ ყოფილა. საერთოდ არ ყოფილა შეფასება რა ნეგატიური შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა რეგულაციის გამკაცრებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირებული იყო ფაქტები, როდესაც იმპორტიორი კომპანიებს ყვითელ ზოლში ახვედრებდნენ, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ დღგ წინასწარ უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას საბაჟოდან არ ატანდნენ. ოქროს სიაში  მოხვედრილ კომპანიებს საკმაოდ მაღალი ბრუნვა  აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესს, ვინც არ იყო ოქროს სიაში, მათ ისედაც  5-დღიანი ჰქონდათ ვადა, თუმცა ყურადღება მინდა გამახვილო იმაზე, რომ წინასწარი დეკლარირების შემთხვეაში, მათაც ჰქონდათ საშეღავათო 15-დღიანი პერიოდი აქვთ, რაც მნიშვნელოვანი იყო,“ - აცხადებს ივა ჭყონია.



დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვება. ივა ჭყონიას თქმით, ახალი რეგულაციები ერთ-ერთი შედეგი პროდუქციის გაძვირება იქნება.


„იმპორტიორებს ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი ფულადი სახსრები ექნებათ მოსაზიდი. ეს ინსტიტუტები კი თავისთავად თანხას პროცენტით გაძლევენ, რაზე ზედმეტი გადასახადია გადასახდელი. ყურადღება, რომ არ გავამახვილოთ საწვავზე და ლარის კურსზე. მოკლედ, ბიზნეს ეს რეგულაციაც მძიმე ტვირთად დააწვება. მეორე საკითხია - საქართველოში გაძვირებული პროდუქციის მყიდველი არის? “, - განაცხადა ივა ჭყონიამ.


ივა ჭყონიას იმედი აქვს, რომ იმპორტიორებს პრობლემის მოგვარებაში ბიზნესომბუდსმენი დაეხმარება. ამიტომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირაკლი ლექვინაძეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს რათა აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი.


ბაჩო ადამია





სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up