დიდი ვალების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვისაც არამიმზიდველია - საგარეო ვალის ახალი ანტირეკორდი

დიდი ვალების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვისაც არამიმზიდველია - საგარეო ვალის ახალი ანტირეკორდი

access_time2020-08-24 10:00:03

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარს შეადგენდა. 20 257 138 000 ლარიდან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არც ერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში.


„მთავრობის მიერ არჩევნების წინ ვალის აღება არაგონივრულია. არც ერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში. საქართველოს კანონმდებლობით ვალების აღება შეზღუდულია და მშპ-ს მიმართებაში ზღვარზე ვართ, ამიტომ ამ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ვალების აღებას პანდემიას აბრალებენ და ამბობენ, რომ შეღავათიანი ტრანშია, თუმცა ეს ქვეყანას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება. პირადად იმ ადამიანებს ვინც სესხს იღებენ და დოკუმენტს ხელს აწერენ, მათ გასასტუმრებელი არაფერი აქვთ, პირიქით ამით კომპენსაციებს დაარიგებენ და არჩევნებისთვის ხალხს თავს მოაწონებენ. ხვალინდელ დღეზე არავინ ფიქრობს, პანდემიის შედეგად კიდევ უფრო ძნელი და ძვირი იქნება მომავალი თაობისთვის საგარეო ვალის მომსახურება და გადახდა. 2013 წლის შემდეგ ვალი თითქმის გაორმაგებულია, ახლა კი თითქმის სამმაგდება“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ამ რაოდენობის ვალის აღების საჭიროება არ აქვს და შიდა ხარჯების შემცირების შედეგად, მისი საგრძნობლად დაკლება შესაძლებელი იყო.



„საგარეო ვალის დინამიკა ძალიან ცუდია. მთავრობამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შიდა ხარჯები შეემცირებინა და ნაკლები ვალი აეღო. ამ რაოდენობის ვალის საჭიროება არ გვაქვს. წლებია მთავრობა დიდ ვალს იღებს, ამას მხოლოდ პანდემიას და არჩევნებს ვერ დავაბრალებთ. გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ცდილობენ მეტი დახარჯონ, თუმცა მათ გადახდაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. დავთვალეთ და მთავრობის ხარჯები მცირედით რომ შევამციროთ, შეგვიძლია 2 მლრდ-იანი შეღავათი გავაკეთოთ, თუ ამას ცოტა უფრო კრიტიკულად მივუდგებით და ქამრებს შემოვიჭერთ, 4-5 მლრდ-იანი სხვაობა გვექნება. საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში დაწესებულ ნიშნულს შესაძლოა მალე გადაცდეს, მართალია არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ამ მაჩვენებელს გადააჭარბეს, თუმცა შემდეგ ვალი ისევ შემცირდა, ჩვენი კი მუდმივად უარესდება“, - განმარტა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაღალი საგარეო ვალი, საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.


„ვალის ასეთი დიდი ოდენობა, ქვეყანაში რისკებს ამაღლებს. ჩვენ ვიღებთ ვალებს და ჩვენ შვილებს ვაკისრებთ მათ გადახდას. გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ცუდია, რადგან როცა საგარეო ვალი ასე იზრდება ისედაც მაღალრისკიან ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისთვის. ამ ყველაფერს თუ  ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას დავუმატებთ, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება ჩვენი საჯარო ფინანსები, რადგან ლარი თუ უფრო მეტად გაუფასურდება, დოლარში გამოსახული საგარეო ვალი მაშინვე გაიზრდება“,- განმარტა გიგა ბედინეიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

  • მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 2,851 მლრდ ლარი;  
  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 2,080 მლრდ ლარი;
  • რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) - 2,494 მლრდ ლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 1,884 მლრდ ლარს აჭარბებს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up