მთავრობის გაურკვეველი მიდგომა და არაპროფესიონალიზმი – ვასო ურუშაძე ტექდათვალიერების პროექტს აკრიტიკებს

მთავრობის გაურკვეველი მიდგომა და არაპროფესიონალიზმი – ვასო ურუშაძე ტექდათვალიერების პროექტს აკრიტიკებს

access_time2017-10-06 10:20:21

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ტექდათვალიერების კუთხით უამრავი გამოწვევა არსებობს და ამაზე საქართველოს მთავრობისგან რეალური პასუხები არ გვაქვს“, - ამის შესახებ „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ „კომერსანტს“ განუცხადა.

 

1,2 მლნ. რეგისტრირებული ავტომობილისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ფასი 60 ლარი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.  ხმალაძის ინფორმაციით, აუცილებლად დაწესდება მომსახურების ფასის ზედა ზღვარი - ფასი იქნება რეგულირებული, რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ გაიზარდოს ფასი და მოსახლეობას ეს სერვისი ტვირთად არ დააწვეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება, ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები.

 

როგორც „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ტექდათვალიერების მომსახურების ფასის დასახელება საკმაოდ ადრეა, მაშინ, როდესაც სტანდარტი და თამაშის წესები არ არის გამოვლენილი.

 

„სტანდარტი და თამაშის წესები არაა გამოვლენილი და ამ დროს ტარიფებზე ვსაუბრობთ. საინტერესოა, რის საფუძველზე ვასახელებთ ტარიფს? 60 ლარი იქნება, 120 თუ 180, ეს იმის შემდეგ უნდა გაირკვეს, როცა გვეცოდინება ინსპექტირებას სახელმწიფო ორგანიზაციები განახორციელებენ, თუ კერძო სექტორი. მთავრობის გაურკვეველი მიდგომა, არაპროფესიონალიზმი და დაბალი კვალიფიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა არ გვაქვს. ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირებაში ღირებულება ბოლო ეტაპია. ჯერ სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. მთავრობამ კითხვებს უნდა უპასუხოს. არსებობს უამრავი გამოწვევა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე ჩვენ რეალური პასუხები არ გვაქვს“, - აღნიშნა ურუშაძემ.

 

მისივე თქმით, ტექდათვალიერების ინსპექტირების აღდგენა ხდება თუ რეფორმის გატარება, ესეც გასარკვევია, რადგან ამჟამად მოქმედი სავალდებული ინსპექტირება არაეფექტიანია.


 

„პირველ რიგში, გასარკვევია ის, ჩვენ ვსაუბრობთ ტექდათვალიერების აღდგენაზე, თუ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების რეფორმაზე. თუ აღდგენაზეა საუბარი, ეს ისედაც სავალდებულოა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელსაც რვა მგზავრი და მეტი გადაჰყავს და მისი მასა სამტონახევარზე მეტია. დღეს არსებული ტექნიკური დათვალიერება არის არაეფექტიანი, რადგან ამ სავალდებულო ინსპექტირებას მხოლოდ 14% გადის. ამიტომაც არა აღდგენაზე, არამედ რეფორმაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ურუშაძემ.

 

მისივე განმარტებით, დასადგენია ის დეტალიც ტექდათვალიერების ინსპექტირება ორ მთავარ კომპონენტს - მოძრაობის უსაფრთხოებასა და ეკოლოგიის პრობლემას თუ მოაგვარებს.

 

„შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იყოს ჰაერის დაბინძურების კუთხით რა მდგომარეობაა თბილისსა და რეგიონებში და ამის შემდეგ დადგინდეს დაბინძურებაში, რა წილი აქვს ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანებს.  რაც შეეხება მოძრაობის უსაფრთხოებას, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 2-3 ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანის მიზეზით. მაშინ ჩნდება კითხვა - რა საჭიროა ასეთი მასშტაბური რეფორმა, თუ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის პრევენცია უნდა მოხდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა, რომლის ანალოგიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გატარებულა. ამიტომაც ანალიზი, კვლევები და დასაბუთებაა საჭირო, თუ რისთვის გვინდა ინსპექტირება და რა უნდა შეცვალოს. მიზანი ის არის, რომ ევროკავშირის დირექტივას ვასრულებთ, თუ გზებზე მოძრაობის უსაფრთხოება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა“, - აღნიშნა ურუშაძემ.

 

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირებამ შესაძლოა, მომსახურებისა და ავტონაწილების გაძვირება გამოიწვიოს, რაზეც სფეროს ექსპერტებიც საუბრობენ, „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს გარდაუვალი იქნება, თუმცა დროებითი: „მოთხოვნა რომ გაიზრდება და მიწოდება შემცირდება გარკვეული პერიოდით ბაზარზე რყევები მოხდება. როდესაც ასეთი რამ ხდება, ამას სხვადასხვა ორგანიზაციები ბოროტად იყენებენ და შესაბამისად, პროდუქცია ძვირდება. ტექდათვალიერება ამ პრობლემას გააჩენს, თუმცა ეს იქნება დროებითი“, - განმარტა ვასო ურუშაძემ.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1–ლი იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up