„მთავრობის გამოწვევაა ქვეყანა მომხმარებლური ერიდან მწარმოებელ ერად გადააქციოს“ - ლადო პაპავა

„მთავრობის გამოწვევაა ქვეყანა მომხმარებლური ერიდან მწარმოებელ ერად გადააქციოს“ - ლადო პაპავა

access_time2020-11-01 11:40:35

არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი.


აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კორონავირუსია, სწორედ ამიტომ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, ისევ და ისევ აქტუალური რჩება თემა - ანტიკრიზისული ღონისძიებები და მზადება პოსტკრიზისული აღორძინებისთვის.


„ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მის მთავარ ამოცანას ისევ და ისევ COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. თუმცა ეს არ არის წმინდა ეკონომიკური ხასიათის, ის შექმნილია მედიცინაში, ამიტომ სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, მანამდე ეკონომიკური კრიზისი არ დასრულდება. სწორედ ამიტომ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში იმისთვის, ისევ და ისევ აქტუალური რჩება თემა - ანტიკრიზისული ღონისძიებები და მზადება პოსტკრიზისული აღორძინებისთვის. ეს შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი გამეორება იმისა, რაც აქამდე იყო ან თვისობრივად ახალი მოდელის ჩამოყალიბება ქართულ ეკონომიკაში ანუ უნდა მოხდეს ისევ მომხმარებლურ ეკონომიკაზე ორიენტირების აღება, როგორც აქამდე წლების განმავლობაში იყო, თუ როგორმე გავხდეთ მწარმოებელი ერი, მწარმოებელი ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში მისი გამოწვევაა, ქვეყანა მომხმარებლური ერიდან გამოიყვანოს და მწარმოებელ ერად გადააქციოს.



ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ არ ვიცით კორონავირუსით გამოწვეული პანდემია რამდენ ხანს გასტანს. დიდად ოპტიმისტურ გადაწყვეტილებებს და შეთავაზებებს ვერ გავაკეთებ, რადგანაც თვითონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც არ იცის ამ პანდემიის მომავალი. ჩვენ მივიღეთ ისეთი გზავნილი ამერიკელი ცნობილი ინფექციონისტ ენტონი ფაუჩისგან, რომ პანდემია 2022 წელს იქნება დაძლეული, ანუ კიდევ სულ ცოტა წელიწადნახევარი უნდა ვიყოთ ანტიკრიზისული ღონისძიებების რეჟიმში. არ მინდა პესიმისტური განცხადება გამომივიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ვეყრდნობით მედიკოსების დასკვნას, სანამ ისინი ვერ დაამარცხებენ კორონავირუსის პანდემიას, ჩვენ, ეკონომისტები დიდად ოპტიმისტები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ლადო პაპავამ.


ნინო თამაზაშვილი




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up