მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

access_time2020-04-08 15:00:32

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება.

ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.


მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას განსაზღვრავს.


მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:


1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია:

2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);

7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);

8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;

9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;


10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;

11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;

12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);

15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;

16. IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);

17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);

18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);

19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;

20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); 21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები;

22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);

23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);

24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);

25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);

26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;

27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;

28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;

29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);

30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);

31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 32.

ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);

33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).

34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.



გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up