მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა

access_time2019-05-10 17:03:25

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.


მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა დიასპორას მისცემს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.



„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ახალი კონსტიტუციით ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში. სწორედ ამას ემსახურება დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, რომელიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



საკონკურსო პროექტის შეტანა მოქალაქეებს 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.



პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და ამ მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.






თეგები:
ფონდი



„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-12 12:21:39
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 12:30 საათისთვის ლარი 2,8650  ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11  დეკემბრის დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2028  ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო  შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს
access_time2019-12-12 09:05:03
TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს       საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან  ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის...


მსგავსი სიახლეები

up