მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში

access_time2020-02-23 19:00:44

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ირანულ ავიაკომპანიებს. ამასთან, ავიაკომპანიებს (Taban Airlines; Qeshm Airlines; Zagros) შესაძლებლობა მიეცათ ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით. შეზღუდვა მოქმედებს ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.



საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას, ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და მომავალში თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვაც.




საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის შემდგომ დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. ამის მიუხედავად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.



ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო იქ მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დახმარებისთვის დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...


მსგავსი სიახლეები

up