მთავრობის ფასიანი ქაღალდების 86 %-ს  ბანკები ფლობენ. სპეციალისტები მთავრობას ბანკების ლობირებაში ადანაშაულებენ

მთავრობის ფასიანი ქაღალდების 86 %-ს ბანკები ფლობენ. სპეციალისტები მთავრობას ბანკების ლობირებაში ადანაშაულებენ

access_time2018-03-15 14:30:42

რას ნიშნავს, როცა მთავრობის ფასიანი ქაღალდების 86 %-ს კომერციული ბანკები ფლობენ? რა ზიანს აყენებს ეს მოსახელობის ფართო ფენას და ვისი ინტერესები იკვეთება არათანაბარი კონკუკრენტული გარემოს განვითარებაში? – აღნიშნულთან დაკავშირებით „კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებს დაუკავშირდა. აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობის ფართო ფენისთვის ხელმიუწდვომელია და ეს მათ შემოსავლებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.



„აუქციონის დებულებაში ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ მოახერხეს და ჩაწერეს, რომ მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ კომერციულ ბანკებს, ანუ დანარჩენი ინვესტორები ხელოვნურად „მოტეხეს“. თეორიულად რჩება მოხლოდ იმის შანსი, რომ კომერციული ბანკის საშუალებით ვინმემ იყიდოს ეს ფასიანი ქაღალდები, მაგრამ როცა შუამავალი ინსტიტუტი ბანკი და მისი ინტერესებია, მერწმუნეთ, მის გარდა ვერავინ გაიხარებს და ასეც ხდება,- გამრატავს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი კომპანია „სი ეს არ“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვახტანგ სვანაძე.



მისივე თქმით, სახელმწიფო გადაიქცა კომერციული ბანკების ინტერესების გამტარებლად ყველა დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონში აქტიურად იქნებოდა ჩართული სხვადასხვა მხარე, მათ შორის მოსახლეობაც და შედეგად სესხებიც ნაკლებ პროცენტში გაიცემოდა.


მთავარი პრობლემა, რომ მოსახლეობის ჩართულობის ფაქტობრივი არარსებობაა, ამას ადასტურებს საბროკერო კომპანია „კავკასუსს ჯგუფის„ დამფუძნებელი გოგი ლოლაძეც. როგორც მან „კომერსანტთან“ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბანკებთან ერთად აუქციონზე დაშვებულ იქნენ საბროკერო კომპანიებიც, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდებს სთავაზობენ.




„ დღეს საბროკერო კომპანიებს არ აქვთ პირდაპირი წვდომა აქუციონზე, ამიტომ იძულებულნი ხდებიან ბანკების მეშვეობით იმოქმედონ, ორმაგი შუამავლობა კი კლავს ჯანსაღ კონკურენციას, რადგან საქმე ბანკთან გაქვს. მოსახლეობის ფართო ფენებს რომ მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკაში, ამისთვის იმ ლიკვიდური, კორპორატიული ფასიანი ქაღალდებით უნდა ვისარგებლოთ, რომელთა ნომინალი არის მცირე. დღეს მხოლოდ მსხვილნომინალიან ფასიან ქაღალდებს ვხვდებით“, - განმარტავს ლოლაძე.



სამთავრობო ფასიანი ქაღალდები რომ მიუწვდომელია მესამე პირისთვის, ამ მოსაზრებას იზიარებს საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ის, რომ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ძირითადად ბიუჯეტის დაფინანსებისთვის იყენებს, თუმცა მას სხვა დანიშნულებაც აქვს - კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონების განვითარება და ა.შ. აღნიშნული მიმართულება კი ნაკლებ ათვისებულია.



„საქმე იმაშია, რომ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების მეორადი მიმოქცევა არ არის მოწესრიგებული. ეროვნულ ბანკს შეუძლია დააგირაოს ეს ქაღალდები, მაგრამ ყიდვა-გაყიდვა იგივე ბანკების მეშვეობით ხდება, ამიტომ კაპიტალის ბაზრის ეს ნაწილი მოუწესრიგებელია. რაც შეეხება უშუალოდ კომერციულ ბანკებს. ისინი არიან პირველადი დილერები, ნებისმიერ შემთხვევაში აუქციონზე ჩართულობა მესამე პირებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ, რაც დღეს შეზღუდულია“,- განმარტავს ხომიზურაშვილი.



ავტორი : სალომე ლემონჯავა



რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up