მთავრობის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი გაკოტრდა

მთავრობის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი გაკოტრდა

access_time2020-06-25 19:30:29

ქართული საწარმო, რომელიც უცხოური ბრენდებისთვის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა. საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია რეესტრში უკვე აისახა. სამკერვალო კომპანია MGMTex-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მოთხოვნით მიმდინარე წლის მაისში მიმართა.


„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. “საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, - აღნიშნულია რეესტრში.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ დადგა კომპანია გაკოტრების წინაშე მაშინ როცა MGMTex მთავრობის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო და ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო პირბადის წარმოება. მედია ჰოლდგინის არაერთი მცდელობისა საწარმოს დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ MGMTex „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობდა, სწორედ ამიტომ კომპანიის გაკოტრების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ამ ეტაპზე ვერც სახელმწიფო უწყებისგან მივიღეთ.


კორონავირუსის პანდემიის გამო საწარმომ მუშაობა 16 აპრილს შეაჩერა, შეჩერებული შეკვეთების შემდეგ, MGMTex-მა პირბადეების წარმოება დაიწყო, თუმცა მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საწარმოს ფუნქციონირებას ვერც პირბადეების სახელმწიფო პროგრამამ შეუწყო ხელი. მაშინ MGMTex-ის დირექტორი აცხადებდა, რომ კომპანიის ზარალი დიდი იყო, რის გამოც მუშაობა შეუძლებელი იყო, შედაგად საწარმო მთლიანად დაიხურა, 320 თანამშრომელი კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.



 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მეწილეები არიან:

ელიზბარ ლომინაძე - 10%;

მიქალაკის ლიკარგო (ბრიტანეთის მოქალაქე) - 50%;

ნოდარ საბანაძე - 40%.

 

შეგახსენებთ, რომ MGMTex-ის ქუთაისის საწარმო 2018 წლის აპრილში გაიხსნა. კომპანია წარმოადგენდა ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. MGMTex-ი იყო რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებდა, როგორებიცაა: H&M, Next, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვა. ქართულ საწარმოში ტანსაცმელი მთლიანად ევროპის ქვეყნებისთვის მზადდებოდა.

 

კომერსანტი


თეგები:
MGMTex



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up