„მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან სუსტია, ხელისუფლება მხოლოდ კეკლუცობს“-ლევან კობერიძე ეკონომიკური გუნდის მუშაობას აფასებს

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან სუსტია, ხელისუფლება მხოლოდ კეკლუცობს“-ლევან კობერიძე ეკონომიკური გუნდის მუშაობას აფასებს

access_time2020-04-08 17:00:35

„ეს დოკუმენტი არც ორი მილიარდი და არც ეკონომიკური კრიზისული/ პოსტკრიზისული გეგმა - ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა!

  • დღგ დაბრუნება და გადასახადების ნაწილის გადავადებაა გეგმა და პროგრამა ?? ეს არის ქაღალდზე გაწერილი / გაბევრებული 2 მილიარდი
  •  მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება
  • მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი და ყველაზე მთავარი დასაქმებული.
  • მთავრობას სპეციალური პროგრამა გამოაცხადოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შესთავაზოს მათ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხი ( ან კაპიტალში შევიდეს ) იმ
    პირობით თუკი ეს კომპანია თანამშრომლების მინიმუმ 2/3 არ გაათავისუფლებს - სესხი გრანტად ჩაეთვალოთ
  • მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან სუსტია, მოვუწოდებ მთავრობას მოიწვიონ ეკონომიკის სპეციალისტები ( ისევე როგორც ჯანდაცვაში) და კონკრეტული გეგმა შეიმუშაონ, ეს დოკუმენტი არც ორი მილიარდია და არც გეგმა!“ 


ეს ის მთავარი მესიჯებია, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ tv პირველის“ ეთერში გააჟღერა.  როგორც კობერიძე აცხადებს,  არსებულ ვითარებაში ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება.


ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ხელისუფლების  მიერ გატარებულ ეკონომიკურ საკითხებს შეეხო და მთავრობის სუსტ მხარეზე ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე მონახაზი თუ როგორ შეძლება ეკონომიკის მართვა და მომავალში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ლევან კობერიძე პასუხობს, რომ კრიზისის დასაძლევად მცირე და საშუალო ბიზსესის გამართულად მუშაობაა, რასაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.

 

 „დღეს მთავრობის ქმედებებში და განცხადებებში არ იკვეთება არანაირი ხედვა თუ რას აპირებენ ისინი ეკონომიკასთან მიმართებაში, რა კონკრეტული შეთავაზებები აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი და ყველაზე მთავარი დამსაქმებელი. მთავრობამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოაცხადოს მათ დასახმარებლად, ოღონდ არაპირდაპირი და ფულის ჩუქებით.



მაგალითად, დაბალ პროცენტიანი გრძელვადიანი სესხებით, თუკი მცირე და საშუალო ბიზნესი შეინარჩუნებს ყველა თანამშრომელს და გარკვეულ პირობებს შეასრულებს, ეს სესხი შესძლოა გრანტად გადაეცეს მათ და პროცენტი არ დაეკისროთ.“-ამბობს ლევან კობერიძე.

 

დამოუკიდებელი დეპუტატი კორონავისურის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად, სსიპ-ებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის კერძო სექტორში გადაწილებას მიიჩნევს, რომელიც გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. ასევე  კერძო სექტორის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.


გადაცემის მსვლელობის დროს პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და საქართველოს პრემიერ მინისტს გიორგი გახარიას მიმართა, სადაც მათ მოუწოდა ეკონომიკური გუნდი მეტად გააუმჯობესონ, რადგან სექტორი საკმაოდ სუსტია.

 

„ეკონომიკურ გუნდს არ გააჩნია კვალიფიკაცია, მოიწვიონ სფეროში გამოცდილი ადამიანები და რის წარგენასაც  აპირებენ მათთან ერთად გაიარონ. ვგულისხმობ იმ ერთ გვერდიან დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია,  თუ სად აპირებს მთავრობა ორი მილიარდის გახარჯვას. მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა  იმ  დოკუმენტის არსებობა, რომელიც არის ხედვის გარეშე, ჰქვია პოლიტიკური კეკლუცობა,  ანგაჟირებული პოპულიზმი.  ამ სიტყვებს ხშირად ხმარობენ და იციან.  ორი მილიარდში პუნქტობრივად რომ წავიკითხით, არის საუბარი დღგ-ს დაბრუნების ნაწილზე, რომელიც ბიზნესს ისედაც ეკუთვნის, ეს არ არის პროგრამის და გეგმის ნაწილი. ციფრების გაბევრებაზე თუ უნდათ საუბარი, არ ვიცი. ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვთ.“-აცხადებს ლევან კობერიძე.


მოამზადა ნათია ლომიძემ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up