მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „სად არის ვაქცინა“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „სად არის ვაქცინა“ გაიმართა

access_time2021-03-03 17:30:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პარტიების წევრების ორგანიზებით მდუმარე აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „სად არის ვაქცინა“ გაიმართა.



ადგილზე შეკრებილები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ვაქცინაციის დაგვიანებას აპროტესტებენ. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით ,,სად არის ვაქცინა? 108 ქვეყანაში, საქართველოში - 0”, ასევე ,,უკრაინა - 12 000000 დოზა, მოლდოვა - 200 000 დოზა, საქართველო - 0” და სხვა. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია არის პროტესტი ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც ქვეყანაში ვაქცინაციის ბედი ანაღვლებს.



,,დღეს 3 მარტია და საქართველოში კვლავ არ გვაქვს ვაქცინა, მაშინ როდესაც მსოფლიოს 108 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია. ჩვენ ოფიციალური უწყებებისგან არ გვაქვს პასუხი რას ვაპირებთ, იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ ,,კოვაქს” პლატფორმას შეიძლება უჩივლონ. ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს, ამიტომ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები: სად არის ვაქცინა, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში. ეს არის პროტესტი ყველა მოქალაქის, რომელსაც ადარდებს დღეს ვაქცინის ბედი”, - აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა მარიამ ქასრაშვილმა.





IPN.GE








თეგები:
ვაქცინა



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up