საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, დეზინფორმაცია გავრცელდა.
„დეზინფორმაციაა და ასეთი პიროვნება მთავრობის ადმინისტრაციაში ან პრემიერის დაცვაში არავინ მუშაობს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
Ipn.ge