მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ მცირე და საშუალო ბიზნესმენებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ მცირე და საშუალო ბიზნესმენებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ

person access_time2016-09-05 11:05:53

"კომერსანტის" გამოკითხულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის  4 - პუნქტიანი გეგმის  მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის რეფორმების გატარებას გეგმავს,  პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,  რამდენიმე დღის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  მთავრობას აქვს  კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.

 


"ვფიქრობთ, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში. დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის, კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


როგორ აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას და რა ეფექტის მომტანი იქნება ის ბიზნესისთვის ?

 


„მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ეთანხმება მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას. მისი თქმით, რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმება კარგი ინიციატივაა, რადგან პირველ რიგში ბიზნესს წაადგება. და ეს ნაბიჯი  სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ინვესტიციაა ეკონომიკაში.


ჭელიძე ამბობს, რომ აღნიშნული პაკეტის თანახმად, ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი, რაც ასევე მისასალმებელია.


რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებას, ჭელიძე ამბობს, რომ ზოგადად, ასოციაცია ყოველთვის იყო დეკრიმინალიზაციის მომხრე.მისი თქმით, ეკონომიკური დანაშაულის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ. ჭელიძის განცხადებითვე, კარგი იქნება, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიების შემოწმების  ვადა შემცირდება.



„ახლა კანონში წერია, რომ შემოსავლების სამსახურმა კომპანიის შემოწმება 3 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ამას ვემხრობით, თუმცა, გვინდა რომ გადავადების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. დღეს კანონით სამსახურს გაურკვეველი ვადით გადავადების უფლება აქვს. ეს კი პრობლემას ქმნის. ეს საკითხი რაღაცანირად უნდა დარეგულირდეს და მეწარმემ უნდა იცოდეს,  შემოწმება რომ დაეწყება ის მორჩება კონკრეტულ ვადაში. ეს თუ ზუსტად არ ეცოდინება, უკვე პრობლემაა"-აცხადებს ჭელიძე.

 


მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას პოზიტიურად აფასებს "საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის" დამფუძნებელი ლევან სილაგავაც, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტში არსებული საკითხების წამოწევა მოახლებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს.


„საარჩევნოდ ყველა პარტია და ზოგადად, მთავარობა ფიქრობს, რომ ამომრჩეველს რაც შეიძლება კარგი რამე შესთავაზოს. თუ ეს წინასააარჩევნო გათვლაა, მაინც კარგია, რადგან დაპირება დოკუმენტურად რეგისტრირდება,რომელიც მინიმუ შემდემ შეიძლება შეხსენებულ იქნას.


რაც შეეხება უშუალოდ გეგმას, სილაგავა თქმით ,ყველა პუნქტს ბიზნესისთვის საკმაოდ დადებითი ეფექტი ექნება. რეინვესტიციის შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმება წარმობაში ფულს ჩააბრუნებს,რაც ეკონომიკას გაზრდის. დადებითის მომენტია დეკრიმინალიზაცია. რაც შეეხება გახანგრძლვებულ შემოწმებას, სილაგავა ამბობს, რომ ეს თემა მწვავედ არ დგას. მისი მტკიცებით, ის კომპანიები, რომლებიც ფედერაციის წევრები არიან, აცხადებენ, რომ საგადასახადო შემოწმების  პარარელურად მუშაობა მათ დისკომფროტს არ უქმნით.


როგორც სილაგავა განმარტავს, შეხვედრაზე განხილული იყო ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან გათავისფლება, რომელის შესახებ კანონი ამოქმედებულია, თუმცა, რეალურად ვერ სრულდება, მიზეზი იმ კოდირებული სიის არ არსებობაა, რომელშიც გაწერილი იქნება,  რომელ ძირითად საშუალებებებზე გავრცელდება ცვლილება. მისი თქმით, მათ ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეს სია დასამტკიცებლად შევა.

 


მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას აფასებს „მეფრინველეობის ასოციაციის" ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილიც და განმარტავს, რომ შესაძლოა მთავრობის მხრიდან ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მოგების გადასახადის გაუქმებას არჩევნებს ვერ დავუკავშირებთ, რადგან ეს თემა დიდი ხანია გაჟღერდა. "მეფრინველეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი დასძენს, რომ  ბიზნესში არსებული ყველა პრობლემის  შესახებ  დიდი ხანია ცნობილია და კარგი იქნებოდა,  ეს საკითხები  აქამდეც მოგვარებულიყო.




 




გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...


მსგავსი სიახლეები

up