„მთავრობიდან განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვა“

„მთავრობიდან განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვა“

access_time2019-08-01 10:48:04

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, სადაც საუბარია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. უწყება მიუთითებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებელობისთვის დაფინანსების მოძიება კვლავ მიუღწეველი ჩანს და რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევის განო, პორტის მშენებლობა 2 წლით, 2022 წლამდე გადაიწევს.


ამასთან, სამინისტრო პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმს და ინვესტორებს მოუწოდებს, გააერთიანოს ძალისხმევა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად. აქვე დასძენენ, რომ ანაკლიის პროექტი კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით აუცილებლად აშენდება.


იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 2019 წლის ბოლომდე მისცა; თავის მხრივ, პორტის პროექტს რომ ხელი არ შეშლოდა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კონსორციუმის მმართველ საბჭოში დაკავებული თანამდებობების დატოვება დაანონეს, დავინტერესდით ამ ფონზე, რაზე მიანიშნებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელება.


„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელ პაატა ცაგარეიშვილს ეჭვი აქვს, რომ განცხადებები, რაც კეთდება, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვისკენ არის მიმართული.



„ჩემი აზრით, ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროექტის ჩაძირვა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროცესი დროში გაიწელოს და ინვესტორებში დაიკარგოს მშენებლობის შეგრძნება. სახელმწიფო ერთს იძახის, შედეგობრივად კი, სხვა მიმართულებით მიდის. ეს არ არის სახელმწიფოებრივად საკითხის გადაწყვეტა. ანალოგიურად რუსეთშიც შენდება ტამანის ნავსადგური. იქ სახელმწიფო გამოდის როგორც დამფინანსებელი. რუსეთის საპარტნიორო ფონდი ინვესტორთან ერთად პროექტში დებს 400 მლნ დოლარს. სახელმწიფო გამოდის არამხოლოდ ინვესტორი, არამედ დამხმარეც, რომ შემოიყვანოს მსხვილი გადამზიდავი საზღვაო კომპანია და ჩართოს გადაზიდვებში სახმელეთო ტრანსპორტი.


ჩვენი სახელმწიფო კერძო და საჯარო პარტნიორობად აღიქვამს გზების მშენებლობას და მიწების გამოსყიდვას. რუსეთში PPP-ის აღიქვამენ ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისითაც და ტვირთნაკადების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.


ჩვენს შემთხვევაში, ასეთი მიდგომა - დისტანცირება როცა ხდება სახელმწიფოს მხრიდან, თავიდანვე კარნახობს იმას, რომ ქვედინება არსებობს, რომ ეს პროექტი დროში გაიწელოს“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი bm.ge-ისთან.


ამასთან, ის აქვე დასძენს, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევის მოთხოვნა არასწორი და არაკორექტულია, რადგან გარანტირებული ტვირთები საბაზრო პირობებში არ არსებობს.


„გარანტირებული ტვირთები დაახლოებით, 20-25 წლის წინ იყო, როცა სატრანსპორტო დერეფანი ყალიბდებდებოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მოხდა სატრანსპორტო კვანძების პრივატიზება და უკვე სახელმწიფოს აღარ ეკუთვნის, წარმოუდგენელია, თან როცა პორტი არ აშენებულა ჯერ და რომელიმე ტვირთმფლობელმა დაგიდოს ხელშეკრულება პირობითად, 2025 წელს ანაკლიაში 2 მლნ კონტეინერს ან 200 ათას ქვანახშირს გადავიტან. ეს მიდგომა არასწორია, რაც ანაკლიის კონსორციუმს კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს“, - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.


BMG




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up